DW: კლიმატის ცვლილება – ის, რაც მსოფლიოში გახშირებულ ხანძრებს იწვევს

DW: კლიმატის ცვლილება – ის, რაც მსოფლიოში გახშირებულ ხანძრებს იწვევს

access_time2017-08-22 18:30:11

მსოფლიოში გახშირებული მასშტაბური ხანძრების საკითხს ცნობილი გერმანული მედიასაშუალება, Deutsche Welle გამოეხმაურა და აღნიშნულ საკითხს სტატია მიუძღვნა.

 

გამოცემამ ხანძრის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელა. სტატიას მცირე შემოკლებით Commersant.ge გთავაზობთ.

 

 

Portugal

 

„სამხრეთ ევროპა და ბრიტანეთის კოლუმბია მიმდინარე ზაფხულში ცეცხლმა მოიცვა. ისინი გამონაკლისს არ წარმოადგენენ – როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მიმდინარე წელს არაერთი მასშტაბური ხანძრის მომსწრე გავხდით. კანადაში დაიწვა 894,941 ჰექტარი მიწა, გვალვის შემდეგ ცეცხლმა მოიცვა იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი და საბერძნეთი. ჩილეში მომხდარი ხანძარი ქვეყნის პრეზიდენტმა ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოდ შეაფასა. ხანძარს ადამიანები კლიმატის ცვლილებას არ უკავშირებენ ხოლმე. რეალურად, ხანძრის რისკი კლიმატის ცვლილების პარალელურად იზრდება. მზარდია გლობალური საშუალო ტემპერატურა, რაც აშრობს მცენარეებს,“ განაცხადა აშშ-ში ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის კლიმატის ანალიზის განყოფილების მეცნიერმა, კევინ ტრენბერთმა.


 

Kanada

 

რეალურად, კლიმატის ცვლილება ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც ხანძარს იწვევს. ხანძრის გაჩენას ხშირად იწვევს ადამიანების დაუდევარი ქმედება – მაგალითად, სიგარეტის ნამწვის გადაგდება ან კოცონის უმეთვალყურეოდ დატოვება. ამაზონის ტყეში ხანძარს ხშირად ფერმერები აჩენენ. მათი სურვილია, ხეების გარკვეული ნაწილი დაწვან, რათა ტერიტორია მიწადმოქმედებისთვის აითვისონ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სიტუაცია უკონტროლო ხდება, რაც მასშტაბურ ხანძარში გადაიზრდება ხოლმე. ყველაფერ ამას ნეგატიური უკუკავშირიც აქვს – მეტი ხანძარი ატმოსფეროში გავრცელებულ მეტ მომწამლავ აირსაც გულისხმობს, რაც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

 

Satellite

 

 

 

Deutsche Welle

 

 




თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up