დუშეთში, გურჯაანში და ფოთში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყება

დუშეთში, გურჯაანში და ფოთში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყება

access_time2020-07-16 11:22:38

საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დუშეთის, გურჯაანისა და ქლაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტად დაზიანებულ მონაკვეთებსა და ქუჩებს.


ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტეში ჯამში 2 გზის მონაკვეთი და 5 ქუჩა, რასაც 21 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი მოხმარდება.


დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები  გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში.


გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდება ადგილობრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ზიარის საავტომობილო 7 კმ-იანი გზა. გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს.



რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიც.  დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადადგილება გართულებულია, ამორტიზებულია და ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. პრობლემის მოსაგვარებლად, ქალაქ ფოთში რეაბილიტირდება, ზაქარია ფალიაშვილის 1.8 კმ-იანი ქუჩა, ვახტანგ გორგასლის 1.5 კმ-იანი ქუჩა, ეგნატე ნინოშვილის 1.76 კმ-იანი ქუჩა, გიორგი სააკაძის 2.08 კმ-იანი ქუჩა და კონსტანტინე გამსახურდიას  0.87 კმ-იანი ქუჩა.


ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება. 


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up