დუშეთის რეაბილიტაცია წელსაც ვერ მოესწრება- ინვესტორები პროექტის დასრულებას ელოდებიან

დუშეთის რეაბილიტაცია წელსაც ვერ მოესწრება- ინვესტორები პროექტის დასრულებას ელოდებიან

access_time2020-06-16 10:25:00

დუშეთის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამჟამად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს.


როგორც ცნობილია, დუშეთის ისტორიული ქუჩებისა და სახლების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიას ცოტა ხნის წინ ფონდის გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება, ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ტენდერის მეშვეობით ახალი შემსრულებელი კონტრაქტორი ორ კვირაში აიღებს ვალდებულებას.


დუშეთის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, დუშეთის რეაბილიტაციის პროექტზე პასუხისმგებელი კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თუმცა ამჟამად უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ახალი კომპანია მის სისრულეში მოყვანას.


„პროექტის ფარგლებში ანანურის ეკლესია მოწესრიგდა, რომელზეც 800 000 ლარი დაიხარჯა. აქ მიმდინარეობდა ისტორიული უბნების აღდგენა, ასევე  42 სახლის რესტავრაცია. ერთი კომპანია ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, ორ კვირაში ახალი კომპანია შემოდის. 2018 წელს დაიწყო ეს რეაბილიტაციის პროექტი, წინა კომპანიამ ნაწილი დაამთავრა, თუმცა, მერე უპასუხისმგებლოდ  მოიქცა.მალე დასრულდება ამ მხარეში ინტერნეტიზაცია და ესაა პირველი, რითაც უნდა შევხვდეთ ტურიზმს, რომ ის ცივილიზებულ სამყაროს არ იყოს მოწყვეტილი. რეკომენდაციებსა და უსაფრთხოებას ჯანდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს,“- განმარტა დუშეთის მერმა.



მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი აღნიშნავს, რომ  დუშეთის რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი წელს  ვერ დასრულდება.


„დახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა შემოვიდეს ახალი კომპანია. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, როცა შეირჩევა  ეს კომპანია,  ოფიციალურად გავიგებთ ყველაფერს დასრულების ვადებზე. წლევანდელ სეზონზე ვერანაირად ვერ მოიესწრება დუშეთის რეაბილიტაცია. არის რამდენიმე ადამიანი ვინც სასტუმროს გახსნას აპირებს ამ რეაბილიტაციის ფარგლებში, თუმცა, ძირითადად ელოდებიან პროექტის  დასრულებას,“ - განმარტავს შალვა ინაშვილი.

 

 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროების განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ქუჩებიც.

 

მარიამ მორგოშია

თეგები:
დუშეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up