დუშეთის მუნიციპალიტეტში 100-მდე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით უკვე შეუფერხებლად სარგებლობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში 100-მდე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით უკვე შეუფერხებლად სარგებლობს

access_time2020-11-18 23:59:28

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭრით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდა.  ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



„პროექტის ფარგლებში დაიფარა ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და ხორხის ხეობები. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით 100-მდე სოფელი და 550-მდე მუდმივად მცხოვრები ოჯახი უკვე სარგებლობს.



ინტერნეტიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.




აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს ამ დრომდე არ ჰქონდათ წვდომა კომუნიკაციის საშუალებებთან და მათ სატელეფონო კავშირის დასამყარებლად რამდენიმე კოლომეტრის გავლა უწევდათ. აღნიშნული პროექტი, მობილური კავშირისა და ინტერნეტის სერვისი გარდა, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.



პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და, ადგილობრივების ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლით, შეამცირებს მიგრაციას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up