გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას.
პროექტი ითვალისწინებს, სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. გარდა ამისა მოხდება მოსახლოების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება, დაახლოებით 3000 -მდე ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.