დუბლინის ტყეში ლუდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტის - ლუდის საფუვრის უძველესი სახეობა აღმოაჩინეს. ახლა ირლანდიას სამართლიანად შეიძლება ლუდის დაბადების ადგილი ეწოდოს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
Saccharomyces eubayanus ნაკლებად ცნობილი საფუვრის სახეობაა, საიდანაც ის საფუარი წარმოიშვა, რომელსაც დღეს ლუდის დასამზადებლად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ საფუვრის სახეობაა 2011 წელს პატაგონიის ანდებში აღმოაჩინეს, მაგრამ დღეს მკვლევრებმა პირველად შეძლეს ამ უძველესი და იშვიათი სახეობის აღმოჩენა ევროპის ველურ ბუნებაში - დუბლინის ტყეში.
დუბლინის კონვეის ინსტიტუტის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიომოლეკულური და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა სკოლის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს. კვლევის წამყვანი ავტორის, ჯერალდინ ბატლერის თქმით, ისინი მოხარულები არიან, რომ ასეთი იშვიათი ეგზემპლარი თავიანთ ქვეყანაში იპოვეს.
ბატლერმა თქვა, რომ ის და მისი კოლეგები პარტნიორებს ეძებენ, რომ ლუდი ამ „დედა" საფუვრით მოამზადონ, რომ მისი გემო გაიგონ. შესაძლოა, მკვლევრებმა ისეთი ახალი გემოს მახასიათებლების შექმნა შეძლონ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა