დუბაის სასტუმროები ვიზიტორების მისაღებად მზად არიან, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ტურისტებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ ან დუბაის აერპორტში ანალიზი ჩააბარონ.
ადგილობრივი სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ჯავშნებმა უკვე იმატა, თუმცა წლის მეოთხე კვარტლამდე ვიზიტორთა მნიშვნელოვან ზრდას არ ელიან.
კორონავირუსის პანდემიამ დუბაის, ქალაქს, სადაც ტურიზმზე მშპ-ის 11%-ზე მეტი მოდის, დიდი დარტყმა მიაყენა.
imedinews.ge