დუბაი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს 7 ივლისიდან გახსნის - ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის პრესსამსახური აავრცელებს.
ტურისტებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ ან დუბაის აერპორტში ანალიზი ჩააბარონ.
ვიზის მფლობელები ქალაქში ჩასვლას უკვე დღეიდან შეძლებენ. თავად დუბაის მცხოვრებლებს კი საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება 23 ივნისიდან ექნებათ. ქალაქის აეროპორტი 26 მარტს დაიხურა.
imedinews.ge