დროში გაწელილი ბრექსიტი: რა ხდება ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე?

დროში გაწელილი ბრექსიტი: რა ხდება ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე?

access_time2019-06-12 20:00:34


გაურკვეველი, არასტაბილური, არაერთგვაროვანი - ამ სიტყვებით აფასებენ ექსპერტები ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის გაჭიანურებული პროცესის ფონზე.


იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი, განსაკუთებით კი, დედაქალაქი ლონდონი, კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მიმზიდველ საინვესტიციო ბაზრად, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ინვესტორების დიდი ნაწილი გადავიდა მოლოდინის რეჟიმში და არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირდა მესამედით. ძირითადად ეს შეეხო უცხოელ მოთამაშეებს, პირველ რიგში აზიიდან.


გამართლებულია თუ არა ასეთი სიფრთხილე?


ნაწილობრივ კი, რადგანაც ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება ბრექსიტთან დაკავშირებით უფრო ხისტი პოზიციის მომხრე და, შესაბამისად, ქვეყანა გავა ევროკავშირიდან ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე, ეს კია გარკვეული დროის მანძილზე მისი ეკონომიკა ძალიან დაზარალდება.


თუმცა, სამეფოს ისტორიამ, არაერთხელ აჩვენა, რამდენად მდგრადია ბრიტანეთის ეკონომიკა და როგორ სწრაფად შეუძლია მას პრობლემებთან გამკლავება.


ჯერ კიდევ 2016 წელს, რეფერენდუმის შემდეგ, ექსპერტები პროგნოზირებდნენ ბრიტანეთის ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას თითქმის ყველა სექტორში, თუმცა ბრექსიტის საფრთხის მიუხედავად, ეკონომიკა, მშპ, ხელფასები და სამუშაო ადგილები იზრდება, ინფლაცია კი მოსალოდნელზე დაბალია.


ლონდონი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა როგორც ფინანსური, საბანკო, სადაზღვევო, საინფორმაციო-ციფრული და იურიდიული ინდუსტრიის საერთაშორისო ცენტრი და, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში მასთან ამ მხრივ კონკურირებას ვერავინ შეძლებს. ბრექსიტის თუნდაც ყველა ხისტი სცენარის ნეგატიური ეფექტები, აუცილებლად შერბილდება რამდენიმე თვეში.


თანაც, ექსპერტების დიდი ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ხისტ ბრექსიტამდე საქმე არ მივა და საბოლოო ჯამში, ლონდონი მოახერხებს შეთანხმებას ბრიუსელთან - ამაში პირველ რიგში დაინტერესებულია თავად ბრიტანეთი, რომელსაც აშინებს ქაოსი, თუნდაც, მოკლევადიანი.


ამ მხრივ, სწორედ დღეს, კონკურენციის შემცირების და გაყიდვების ტემპების შენელების ფონზე, არის საუკეთესო პერიოდი ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებისთვის.


თანაც, ეს ხდება დოლართან მიმართებაში ფუნტის კურსის ვარდნის ფონზე, რის გამოც, ბინები და სახლები სამეფოში გაიაფდა.


სად ჯობია ინვესტირება?


რა თქმა უნდა, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ლონდონი. ზოგადად ბრიტანეთში უძრავი ქონების გაყიდვები ბრექსიტის წინაპერიოდში შემცირდა, თუმცა, ლონდონში პირიქით - გაიზარდა. კერძოდ, საოფისე სეგმენტში გარიგებების მოცულობამ 2019 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 5 მლრდ. ფუნტი, რაც 2-ჯერ მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.


დედაქალაქის გარდა, ასევე მიმზიდველია მანჩესტერი, ბრისტოლი, კემბრიჯი, ოქსფორდი, რედინგი.


ჯანმრთელი და პერსპექტიულია ასევე სასტუმრო სექტორი, რომელიც იზრდება ტურისტების რაოდენობასთან ერთად. ექსპერტების აზრით, მომავალ წლებში სასტუმრო ბიზნესი განაგრძობს ზომიერ, მაგრამ სტაბილურ ზრდას - კერძოდ, 2019 წელს თითო სასტუმრო ნომრისგან მიღებული შემოსავალი გაიზრდება 2,5%-ით.


ასეა თუ ისე, ბრექსიტის ირგვლივ გაურკვევლობის დასრულების მიუხედავად, ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე იქნება წაგებულებიც, და გამარჯვებულებიც, ამიტომაც, შერჩეული ობიექტის საფუძვლიანი შესწავლა გაზრდის ინვესტორის შანსს დაიკავოს ადგილი გამარჯვებულთა ბანაკში.

RBC







თეგები:
ბრიტანეთი



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up