„დროა ჩემი სათქმელი ვთქვა!“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ედუარდ სააკაშვილი

„დროა ჩემი სათქმელი ვთქვა!“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ედუარდ სააკაშვილი

access_time2019-09-20 18:07:15

არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სირცხვილის კორიდორის პოსტს გამოეხმაურა.


„ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება - მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ" - წერს ედუარდ სააკაშვილი.ედუარდ სააკაშვილის პოსტი ამ განცხადებას ეხება.„მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა - ედუარდ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენების ფონზე განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.



მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მისმიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან... დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს... ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება... უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!!!" - ეწერა განცხადებაში.


რეზონანსი 






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up