„დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად“ -მამუკა ხაზარაძე

„დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად“ -მამუკა ხაზარაძე

access_time2020-04-16 14:00:44

„დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
,,ჩვენი ქვეყანა რეალური განსაცდელის წინაშე დგას. ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე და გონიერება მოგვეთხოვება ყველას - თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას და ეკლესიას ეკისრება.


მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შემუშავებულ სტრატეგიას და სტანდარტებს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ წესრიგს, ვერ თავსდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თანხმობას და თანასწორობას.


სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ჩანს სახელმწიფოს როლი. ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას.


მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გამოხატოს საკუთარი მკაფიო პოზიცია, დაასრულოს ბუნდოვანება და გაურკვევლობა, ქვეყნის ორმაგი სტანდარტით მართვა, აიღოს პასუხისმგებლობა კანონის განუხრელ და საყოველთაო დაცვაზე. სახელმწიფო ვალდებულია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა არ დააყენოს საფრთხის ქვეშ, რადგან პანდემია ეხება ყველას და კანონს უნდა იცავდეს ყველა.



დროა, ქვეყანამ იცხოვრებს ერთი კანონით.


აქვე მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელჯ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის იდგა ადამიანების სულიერი და ფიზკური სიმრთელის სადარაჯოზე, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა, რომლის მიზანი ჩვენი მცირერიცხოვანი ერის გადარჩენაა და არა რწმენის შეზღუდვა, მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ, რათა საკუთარი სახლებიდან ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის.


მივესალმები იმ სასულიერო პირთა პოზიციას, ვინც განაცხადა, რომ სახლში დარჩენა არის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ზომა და სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მრევლის გარეშე.


კანონი უზენაესია. ქრისტეს ტაძარი ჩვენს გულშია. გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up