გერმანიის ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას BVB Buzz ავრცელებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის დარჩენილი 6 თვის განმავლობაში მოთამაშეები 20 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ, რაზეც კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანს-იოახიმ ვაცკესთან გასაუბრების შემდეგ თითოეული მათგანი დათანხმდა.
„ბორუსიას“ ხელმძღვანელები კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გამო, სეზონის ბოლოს 45-მილიონიან ზარალს ელოდებიან და ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს შემცირებით სწორედ ამ თანხის კომპენსირება ხდება.
imedinews.ge