დოპინგ სკანდალის გამო მარია შარაპოვამ, შესაძლოა, ათობით მილიონი დოლარი დაკარგოს

დოპინგ სკანდალის გამო მარია შარაპოვამ, შესაძლოა, ათობით მილიონი დოლარი დაკარგოს

access_time2016-03-08 12:00:05

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Nike–მა რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან სასპონსორო კონტრაქტი შეწყვიტა. 

 

სპორტსმენმა უკვე აღიარა პრეპარატის მიღება, რომელიც წლის დასაწყისში აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალში შევიდა. შარაპოვას თქმით, ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დროს მას დადებითი დოპინგ–სინჯი აუღეს.

 

„მე საშინელი შეცდომა დავუშვი. მე ვუღალატე ჩემს ფანებს, მე ვუღალატე სპორტს,“ – განაცხადა ლოს–ანჟელესში 7 მარტს საგანგებო პრეს–კონფერენციაზე მარია შარაპოვამ. ჩოგბურთელმა და მისმა PR–ჯგუფმა გადაწყვიტეს საჯარო აღიარება ოფიციალურ ბრალდებამდე გაეკეთებინათ.  

სპორსტმენის განმარტებით, ის ბოლო 10 წელიწადია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იღებს მალდონიუმს, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აკრძალულ პრეპარატთა სიაში მოხვდა. შარაპოვა ირწმუნება, რომ მას, უბრალოდ, გამორჩა ახალი ამბავი ამ ნივთიერების სტატუსის შეცვლის შესახებ.

 

„ჩვენ შეწუხებული და გაოცებულნი ვართ მარია შარაპოვას შესახებ გავრცელებული ამბებით. ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ ურთიერთობა მარიასთან გამოძიების დასრულებამდე. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას,“ – ნათქვამია Nike–ის განცხადებაში.


 

Nike–ის გარდა, შარაპოვა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Samsung, Avon Products, Tag Heuer International SA, Evian და სხვები. მათ წარმომადგენლებს სპორტსმენთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


ამ ფონზე გამოცემა „ერ ბე კა“ დაინტერესდა, რა თანხის დაკარგვა ემუქრება ცნობილ რუს სპორტსმენს.

 

გამოცემა წერს, რომ თუ რეკლამის დამკვეთები გადაწყვეტენ მარია შარაპოვასთან კონტაქტების გაწყვეტას, ამ უკანასკნელმა შესაძლოა ათობით მილიონი დოლარის გარანტირებული შემოსავალი დაკარგოს.


მსოფლიო ანტიდოპინგური  სააგენტოს თანახმად, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩოგბურთელს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. იმის გათვალისწინებით, რომ შარაპოვას აპრილში 29 წელი უსრულდება, 4–წლიანი პაუზა შესაძლოა მისი სპორტული კარიერის დასასრულს ნიშნავდეს. 

 

Bloomberg–ის მონაცემებით, პრობლემური დოპინგ–ტესტის გამო შარაპოვამ ახლო მომავალში შესაძლოა 298 ათასი დოლარი დაკარგოს. სწორედ ეს თანხა მიიღო მან Australian Open–ში მონაწილეობისთვის. ამ ტურნირში რუსი სპორტსმენი მეოთხედფინალამდე მივიდა.

 

2015 წლის ივნისში, Forbes–მა შარაპოვა მეთერთმეტედ დაასახელა ყველაზე მდიდარ სპორტსმენ ქალად. ჟურნალის გათვლებით, ერთი წლის განმავლობაში ჩოგბურთელმა 29,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან მხოლოდ სარეკლამო კონტრაქტებზე 23 მილიონი მოდის.



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up