„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: „გვიხარია, რომ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილეები, როცა საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე“

„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: „გვიხარია, რომ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილეები, როცა საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე“

access_time2019-08-14 23:46:43

„ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში ზამთრის ტურიზმს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში. „დოპელმაიერს“საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოლიმპიურ კომიტეტთან ტრადიციად ქცეული წარმატებული თანამშრომლობა აქვს, რითაც ვამაყობთ, თუმცა, იმავდროულად, ეს გარემოება უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ბაკურიანში აღნიშნული პროექტის განხორციელებისას“ - განაცხადა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალურმა კოორდინატორმა, ვალერი იაშინმა ბაკურიანში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც „დოპელმაიერსა“ და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის შესახებ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „დოპელმაიერმა“ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩამოიტანს ბაკურიანში. ვალერი იაშინის თქმით, პროექტის სახელწოდებაა D-line და მას უამრავი უპირატესობა აქვს როგორც გამოყენების, ისე ოპერირების თავალსაზრისით.




„მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში „დოპელმაიერი“ მხოლოდ საუკეთესო პროდუქციასა და შესაბამის მომსახურებას ჩამოიტანს. მინდა თითოეულ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო, ვინაიდან სწორედ ახლა იწყება ყველაზე რთული სამუშაო. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი, საუკეთესოდ უმასპინძლებს 2023 წლის ჩემპიონატს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მონიშნავს ქვეყანას სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე და გვიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით“ - აღნიშნა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალურმა კოორდინატორმა.








„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up