დონალდ ტრამპმა Washington hotel გაყიდა

დონალდ ტრამპმა Washington hotel გაყიდა

access_time2021-11-16 13:10:00

BBC-ის ცნობით, Trump Organization-მა მიაღწია შეთანხმებას, ძვირად ღირებული Washington hotel-ის 375 მლნ დოლარად გაყიდვის შესახებ. დაგეგმილი გაყიდვის ფარგლებში, Trump International-ს ახალი სახელი, „Waldorf Astoria“ დაერქმევა და Hilton Group-ის მმართველობაში გადავა.


გასულ თვეში აშშ-ს კონგრესის გამოძიებამ დაადგინა, რომ Washington hotel-მა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 70 მლნ დოლარზე მეტი დაკარგა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კომპანიამ სასტუმრო საზოგადოებისთვის 2016 წლის სექტემბერში გახსნა. Trump Organization, რომელმაც შენობა 60-წლიანი იჯარით გამოისყიდა, თავისი 263-ნომრიანი სასტუმროსთვის მყიდველს 2019 წლიდან ეძებდა. The Wall Street Journal-ისა და Bloomberg-ის წყაროს ცნობით, მაიამის საინვესტიციო ფირმა CGI Merchant Group-თან გარიგება, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება.


120 წლის შენობა პენსილვანიის გამზირზე, თეთრი სახლიდან ერთ მილზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. Trump Organization-მა 2012 წელს ამ ისტორიული, ძველი ფოსტის შენობის განახლებაზე თანხმობა მოიპოვა და 4 წლის შემდეგ სასტუმროს სახით გახსნა. ეს რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, როცა დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.


ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სასტუმრო რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც ქალაქს სტუმრობდნენ, მეტად პოპულარული იყო. თუმცა სასტუმროს ირგვლივ 2018 წელს სკანდალიც ატყდა: რელიგიურმა ლიდერებმა სასტუმროსთვის ალკოჰოლური სასმელების ლიცენზიის გაუქმება მოითხოვეს და აცხადებდნენ, რომ მისი მფლობელი „უხასიათო ადამიანია.“ ახლახან კონგრესის გამოძიებამ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა სასტუმროს მოგება „გადაჭარბებით აჩვენა,“ როცა ამტკიცებდა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში სასტუმრომ 150 მლნ დოლარი გამოიმუშავა. კონგრესის კომიტეტმა განაცხადა, რომ სასტუმრომ, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 70 მლნ დოლარზე მეტი იზარალა.



მოხსენებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ტრამპი „ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტს მალავდა,“ რაც სასტუმროს მფლობელობას, მის კრედიტორულ როლსა და სესხებში მესამე მხარესთან გარანტორად ყოფნას უკავშირდება. დოკუმენტებმა აჩვენა, რომ სასტუმრომ უცხოური მთავრობებისგან გადახდების სახით 3,7 მლნ დოლარი მიიღო, რაც, კომიტეტის თანახმად, საშუალო დღიური კურსით, სასტუმროში 7400 ღამის დაფარვას ეყოფა.


Trump Organization-მა კანონდარღვევა უარყო და მოხსენებას „შეცდომაში შემყვანი“ უწოდა.


bpn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up