დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

access_time2020-08-10 20:00:57

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც.


ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკის ონლაინ მაღაზიებს ამ სერვისების გაყიდვების შეწყვეტა მოსთხოვა. სენატმა კი საჯარო მოხელეების ტელეფონებში და კომპიუტერებში ამ სერვისების დაყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ამერიკის ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირი მათი სარგებლობისთვის, შესაძლოა დაჯარიმდეს.


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზი ჩინური სერვისების მიმართ შპიონაჟში ეჭვები გახდა. ამერიკელი ლიდერი დარწმუნებულია, რომ TikTok და WeChat ამერიკელების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, საბოლოო ჯამში კი ამ მონაცემებთან წვდომა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აქვს.


შესაბამისად, ის დარწმუნებულია, რომ ჩინური ტექნოლოგიების გამოყენება ამერიკას საფრთხეს უქმნის.


ტრამპის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ხსენებული სერვისები ამერიკელ მაღალჩინოსნებს და ბიზნესმენებს უთვალთვალებენ, ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემენ და ასევე შანტაჟისთვის და კორპორაციული შპიონაჟისთვის მასალებს აგროვებენ.



რაც შეეხება ჩინეთში მოქმედ ერთად-ერთ მესენჯერს - WeChatი-ს, ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ის ჩინეთის მოქალაქეების აშშ-ში ვიზიტების თაობაზე ინფორმაციას აგროვებს და კომპარტია მას ადამიანებზე თვალთვალისთვის იყენებდა.


ByteDance-ის წარმომადგენელმა მისი კომპანიის მიმართ ბრალდებები უარყო - მისი თქმით, TikTok ჩინეთის მთავრობას ინფორმაციას არ გადასცემს დღეს, და არც მომავალში აპირებს, ხოლო აშშ-ს მოქალაქეთა პირადი ინფორმაცია შტატებში და სინგაპურში და არა ჩინეთში განთავსებულ სერვერებზე ინახება.


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ტრამპის ადმინისტრაცია „ჰეგემონისტურ საქციელში“ და საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შტატებში TikTok-ისსაქმიანობის სრული ბლოკირების საკითხი განიხილებოდა, რის გამოც ByteDance-მა თავისიამერიკული აქტივების წილის გაყიდვა დააპირა.


ძირითადი პოტენციური მყიდველი Microsoft იყო, რომელმაც სერვისის წილის შესყიდვის შესაძლებლობა ოფიციალურად დაადასტურა. კორპორაციის გენერალური დირექტორი ამ საკითხზე დონალდ ტრამპსაც შეხვდა.


პრეზიდენტმა მას რამდენიმე პირობა წაუყენა - მყიდველმა ბიუჯეტში დიდი თანხა უნდა შეიტანოს, ხოლო გარიგება 15 სექტემბრამდე უნდა დაიხუროს - აკრძალვის ძალაში შესვლამდე 5 დღით ადრე.


ახალმა კანონმა TikTok მოლაპარაკებებში ძალიან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა - ჩინეთის ხელისუფლებამ და პრესამ ტრამპის ულტიმატუმი რეიდერულ მიტაცებს შეადარა, ხოლო TikTok-ის გაყიდვის იძულება - ქურდობას, კრიტიკა არც ამერიკულ მას-მედია იყო ნაკლები - ექსპერტებმა „საკომისიოს“ გადახდის ვალდებულება როგორც არაკანონიერად და უნამუსოდ შეაფასეს. MIT Technology Review -ს კორესპოდენტმა შარლოტალიმ დონალდ ტრამპი მაფიოზს შეადარა.


„უკაცრავად, მაგრამ ეს მაფიოზის საქციელია - მუქარებით ფასის დაგდება, შემდეგ კი წილის მოთხოვნა. თანაც ეს იმ დროს ხდება, როდესაც კონგრესმენები წუწუნებენ მაღალტექნოლოგიური კომპანიების ზედმეტ ზრდაზე“, - განაცხადა მან.


ამ ეტაპზე ექსპერტების ვარაუდით, TikTok-ის და Microsoft-ის გარიგების პოტენციური ღირებულება 50 მლრდ. დოლარია.



https://secretmag.ru/


თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up