დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის საკითხი 2020 წლის იანვარში  გადაწყდება

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის საკითხი 2020 წლის იანვარში გადაწყდება

access_time2019-12-19 21:00:38

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს  მხარი დაუჭრა. დარჩება თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე ამ ეტაპზე  სენატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.პრეზიდენტის გადაყენების გადაწყვეტილებას „უფლებამოსილების გადაჭარბების“ ბრალდებით 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197  წინაამღდეგი წავიდა, კენჭისყრაში მონაწილეობა სამმა არ მიიღო.

 

დეპუტატებმა ასევე იმპიჩმენტის მეორე პუნქტს - „კონგრესის საქმიანობის ხელშეშლისთვის“ დაუჭირეს მხარი ,სადაც  229 დეპუტატი  იყო მომხრე, 198 -წინაამღდეგი.იმპიჩმენტის პროცედურის პირველ პუნქტს არ დაუჭირა მხარი არც ერთმა რესპუბლიკელმა, ორმა დემოკრატმა ჩათვალა, რომ პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს, ერთმა კი  თავი შეიკავა.

 

თუმცა, ის მინიმალური უმრავლესობა, რომელსაცდემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატაში   ფლობს ,საკმარისი აღმოჩნდა ამ სკანდალური გადაწყვეტილების მისაღებად  - პრეზიდენტის გადადგომა არაა კონსტიტუციური საკითხი, და მისთვის საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

 

ამ ეტაპზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სენატს. სწორედ სენატორებს მოუწევთ დონალდ ტრამპის ბედის გადაწყვეტა.ტრამპი აღმოჩნდა აშშ-ის ისტორიაში მე-3 პრეზიდენტი, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურა  ამოქმედდა. პირველი იყო ენდრიუ ჯექსონი 1968 წელს, მეორე კი - ბილ კლინტონი 1998 წელს.

 

თუმცა, საბოლოოდ,  სენატმა დაინდო ორივე და თუ ამჟამად დონალდ ტრამპს გადააყენებენ, ეს იქნება ამერიკის ისტორიაში წარმატებული იმპიჩმენტის პირველი პრეცედენტი.კენჭისყრის წინ ტრამპმა დემოკრატები  მწვავედ გააკრიტიკა.

 

დღეს უსაქმური დემოკრატები და რადიკალური მემარცხენეები  დააყენებენ ჩემი იმპიჩმენტის საკითხს. მე არაფერი დამიშავებია. საშინელი სიტუაციაა. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ. მოდით, ვილოცოთ ამისთვის“  - დაწერა მან თავის ტვიტერ-გვერდზე.

 

კანონმდებლების მიერ მხარდაჭერილი ბრალდებები წარადგინა კონგრესში იურიდიულ საკითხთა კომისიამ, სადაც ისევე როგორც მთელს წარმომადგენელთა პალატაში, უმრავლესობაში არიან დემოკრატები.

 

პირველ რიგში მას ბრალდება უფლებამოსილების გადაჭარბება - ეს ეხება ე.წ. „უკრაინულ ეპიზოდს“, როდესაც ტრამპი შეეცადა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება იმისთვის, რომ კიევს დაეწყო გამოძიება 2020 წლის არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტის - ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.


 

მეორე პუნქტი გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

 

დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუცია იმით, რომ არ მისცა იურიდიული საკითხების კომისიას ჩვენება - საქმე ეხება საპარლამენტო გამოძიებას პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გადაჭარბების თაობაზე.ტრამპმა ასევე აუკრძალა ჩვენებების მიცემა ადმინისტრაციის წევრებს და თანამშრომლებს. აშშ- რესპუბლიკის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტს არ შეუშლია ხელი წარმომადგენელთა პალატის მიერ წარმოებული გამოძიებისთვის   - ჩივიან დემოკრატები.

 

 
რესპუბლიკელები არ ეთანხმებიან პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს. მათი აზრით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მცდელობა დაკავშირებულია არა ტრამპის პირად ინტერესებთან, არამედ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასთან.

 

 ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი არ მალავდა რომ არ არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მომხრე, ამიტომაც დემოკრატების პრეტენზიები დაუსაბუთებელია  - თვლიან რესპუბლიკელები.

 

რაც შეეხება ბრალდებებს გამოძიებისთვის ხელის შეშლას, პრეზიდენტის თანაპარტიელების აზრით, მას აქვს მიმოწერის და საუბრების კონფიდენციალურობის უფლება. თანაც, თავად დემოკრატებმა გადააჭარბეს თავიათ  უფლებამოსილებას და ახდენდნენ ზეწოლას მოწმეებზე, შესაბამისად, მათ არა აქვთ ამ ბრალდებით ტრამპის გადაყენების უფლება - მიიჩნევენ რესპუბლიკელები.იმპიჩმენტის მხარდაჭერით, კონგრესმა გამოუცხადა ღია ომი ამერიკულ დემოკრატიას - ნათქვამია ტრამპის მიმართვაში წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარის ნენსი პელოსისადმი.

 


მისი აზრით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ დემოკრატების კანდიდატმა  არჩევნები 2016 წელს წააგო და პარტიამ ვერ მოინელა ეს მარცხი.აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 47% ემხრობა ტრამპის გადაყენებას, ხოლო 46% წინააღმდეგია.

 

 რა იქნება შემდეგ, ახლო მომავალში?

 

 სავარაუდოდ, პრეზიდენტის გადაყენებამდე საქმე არ მივა - ჯერ ერთი სენატში ამ საკითხს სჭირდება არა ჩვეულებრივი უმრავლესობა, არამედ ორი მესამედი, თუმცა, სენატში უმრავლესობას  რესპუბლიკელები ფლობენ.ზედა პალატაში ამ საკითხის განხილვა  2020 წლის იანვარში შედგება.

 

The Wall Street Journal-ის  ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინ  სენატში რესპუბლიკელების და დემოკრატების ფრაქციების ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი, რომლის დროსაც დემოკრატები  რესპუბლიკელებს მათი ბრალდებების დეტალებს წარუდგენენ.

 

პარალელურად იგეგმება ახალი მოწმეების მხრიდან ჩვენებების მიცემა - მათ შორის იქნებიან ტრამპის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიკ მალვანი.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება 25 სექტემბერს, წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარის ნენსი პელოსის მიერ მოხდა.

 

წყარო: Rbc

თენგიზ აბლოთია 

 




ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-25 21:00:12
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.     2....

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up