დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ღვინოს აწარმოებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ღვინოს აწარმოებს

person access_time2016-03-14 13:44:28

დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იგი ვირჯინიაში უზარმაზარ ვენახებს ფლობს. 


„ჩვენ ძალიან ამაყები ვართ - ვაწარმოებთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს,“ აღნიშნა ტრამპმა მიჩიგანსა და მისისიპიში მოგებული პრაიმერების შემდეგ.


Trump Winery შარლოტსვილში მდებარეობს და ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი უდიდეს ვენახებს ფლობს. „კომპანიას 100%-ით ჩემია,“ – განაცხადა ტრამპმა.


Trump Winery-ს მფლობელობაში 50,000 კვადრატული ფუტის (4645.152 კვ.მ) ტერიტორიაა.  კომპანიის წარმოებაში შედის შუშხუნა ღვინო და წითელი, თეთრი, ვარდისფერი ღვინის სახეობები.



თავის დროზე ვენახები მილიარდერ ჯონ კლუჯის მიერ არის გაშენებული, რომელსაც ტრამპმა „აშშ-ში უმდიდრესია ადამიანი“ უწოდა. კლუჯი გერმანელი ემიგრანტი იყო, რომელიც 2010 წელს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


კომპანიას დონალდ ტრამპის შვილი, ერიკი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მუშაობს მეღვინე ჯონათან ვილერი, რომელიც თავის დროზე ჯერ კიდევ კლუჯთან მუშაობდა. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დრო, ფული და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის ღვინო. 


რაც შეეხება ფასებს, მომხმარებელს Trump Winery-ს პროდუქციის შეძენა $16-დან $50-მდე შეეძლებათ,“ – აცხადებს ჯონათან ვილერი.


 



სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up