დონალდ ტრამპის ცნობილი შენობები

დონალდ ტრამპის ცნობილი შენობები

access_time2016-11-09 20:00:16

 

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის  - "ტრამპ თაუერის" ბრენდის შენობა დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, თუმცა ყველა მათგანის მფლობელი დონალდ ტრამპი არაა, მათ ნაწილზე მფლობელს ფრანჩაიზის უფლება აქვს ნაყიდი. "კომერსანტი" რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

 

Trump Tower - ნიუ–იორკი


ტრამპის იმპერიის მთავარი შენონაა - მისი კორპორაცია The Trump Organization-ის შტაბ-ბინა ცათამბჯენ „ტრამპ თაურეში", რომელიც ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე. 58-სართულიან შენობაში მდებარეობს არა მარტო ოფისები, არამედ ტრამპის პირადი პეინტჰაუსი, რომელიც მილიარდერის ძირითად საცხოვრებლად ითვლება.

 

 

 

Trump Taj Mahal Casino Resort – ატლანტიკ-სიტი


გასართობი ცენტრი და კაზინო. აშენდა 1990 წერს. იქ არის განთავსებულია სასტუმროები, რესტორნები და სპორტული ზონები.

 

 

 


Trump World Tower – ნიუ-იორკი

 

ბრუტალური შავი შენობა მდებარეობს მანჰეტენის ცენტრში, გაეროს შტაბ-ბინის წინ. მიმზიდველი ადგილმდებარეობის გამო, ეს ცათამბჯენი ყოველთვის სარგებლობდა დიდი მოთხოვნით მეიჯარეების და მყიდველების მხრიდან. 2001 წლის ივნისში Trump World Tower-ის 45-ე სართული 4, 5 მლნ. დოლარად იყიდა საუდის არაბეთის მთავრობამ გაეროში თავისი მისიისთვის. Trump World Tower-ის მშენებლობა დაიწყო 1999 წელს და დასრულდა 2001-ში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება იყო 300 მლნ. დოლარი.

 

 

 

The Trump Building – ნიუ-იორკი

 

შენობა უოლ-სთრითზე 1930 წელს მაშინდელი ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი არტ-დეკორის სტილში აშენდა და ის ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობად. ათწლეულობის განმავლობაში იქ იყო ერთ-ერთი ამერიკული ბანკის შტაბ-ბინა, რომელსაც არაფერი საერთო არ ქონდა დონალდ ტრამპთან. 1995 მილიარდერმა იყიდა ეს შენობა და დაარქვა მას The Trump Building. 2003 წელს მან სცადა შენობის გაყიდვა 300 მლნ. დოლარად, თუმცა ვერ მოახერხა.

 


 

 

Trump Ocean Club - პანამა-სითი


2011 წელს პანამის დედაქალაქში დონალდ ტრამპმა მასშტაბური სასტუმრო და კაზინო Trump Ocean Club პირდაპირ წყნარი ოკეანის სანაპიროზე ააშენა. თუმცა შენობის გახსნას სერიოზული სკანდალი მოჰყვა - ტრამპის პანამელი პარტნიორი არ გამოცხადდა პრეზენტაციაზე იმის გამო, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მილიარდერმა ასეთი რამ თქვა –„აშშ-მ მუქთად გაასაჩუქრა პანამის არხი".

 

 

 

Trump Place – ნიუ-იორკი

მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი Trump Place დონალდ ტრამპმა მდინარე გუდზონის სანაპიროზე 1990-იან წლებში ააშენა. ამჟამად ეს შენობა შეძლებული ნიუ–იურკელებისთვის პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად ითვლება. თუმცა 2016 წელს ამ შენობასთან დაკავშირებით სკანდალი მოხდა - ბინების მეიჯარეებმა არ ისურვეს ცხოვრება შენობაში, რომელიც ატარებს დონალდ ტრამპისნაირი არაერთგვაროვანი რეპუტაციის მქონე ადამიანის სახელს. მათ მიმართეს ქალაქის ხელისუფლებას შესაბამისი პეტიციით, თუმცა შენობის სახელი უცვლელი დარჩა.

 

 

 

Trump Towers (Sunny Isles Beach) - ფლორიდა


სამი კორპუსი მაიამი-სითიში, ატლანტიკის სანაპიროზე, ითვლება ძვირადღირებულ და გამორჩეულ კურორტად მეფური სერვისით.

 

 

 


Trump International Hotel and Tower - ჩიკაგო

დაპროექტირების სტადიაზე Trump International Hotel and Tower ჩიკაგოში ჩაფიქრებული იყო როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, თუმცა უკვე მშენებლობის პერიოდში შენობის მასშტაბურობა შემცირდა - ამჟამად 423-მეტრიანი ცათაბჯენი იკავებს მე-4 ადგილს აშშ-ში და 21-ს მსოფლიოში. თუმცა, დუბაის „ბურჯ ხალიფა"-ს აშენებამდე Trump International Hotel and Tower იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობა.

 

 


Trump International Hotel Washington, D.C. - ვაშინგტონი

 

შენობა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც Trump International Hotel, აშენდა 1899 წელს, იქ იყო ქალაქის მთავარი პოსტა. 2013 წელს ქალაქის ხელისუფლებამ გადასცა შებობა დონალდ ტრამპს იჯარით 60 წლით. რეკონსტრუქციის შემდეგ სასტუმრო ამუშავდა 2016 წლის სექტემბერს.

 

 

 

Trump International Hotel Las Vegas - ლას-ვეგასი


სასტუმრო Trump International Hotel Las Vegas მოპირკეთებულია 24-კარატიანი ოქროს ელემენტებით და გამოირჩევა გვერდით მყოფ მსოფლიოში ყველაზე ძვირ შენობებს შორისაც კი. ტრამპა გახსნა ლუქს-კლასის სასტუმრო ლას-ვეგასში 2008 წლეს, 2012 წლიდან სასტუმროს ოპერატორია Hilton.

 

 


Trump International Hotel and Tower, Toronto - ტორონტო, კანადა


2012 წელს ტრამპმა ააშენა ტორონტოში ცათამბჯენი, რომელიც არის სიმაღლით მეორე კანადაში. 2015 წელს მიმდებარე ქუჩები რამდენიმე საათით გადაიკეტა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შენობის სახურავზე დამონტაჟებული ანტენა არასაკმარისად დამაგრებული იყო და შეიძლება ჩამოვარდნილიყო. თუმცა ხანმოკლე შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანტენა იყო უსაფრთხო და ქუჩა ისევ გაიხსნა

 

 


Trump International Hotel & Tower Baku - ბაქო, აზერბაიჯანი


33-სართულიანი ცათაბჯენი გამოიყურება როგორ იალქანი კასპიის ზღვაში. საკუთარ სახელთან ერთად ტრამპმა მოიტანა აზერბაიჯანში პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის უჩვეულო კონცეფცია - ერთ შენობაში საცხოვრებელი და სასტურმო ოთახების შეთავსება.

 

 

 

ავტორი: rbc.ru



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up