აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მიწოდების საკითხი განიხილა ექვსი ქვეყნის ლიდერებთან. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ დიდ პარტია გადავაგზავნით მექსიკაში. მათ ძალიან სჭირდებათ ეს მოწყობილობები. დაახლოებით ექვსი სატელეფონო ზარი გვქონდა სხვა ქვეყნების ლიდერებთანაც”, – აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, აგრეთვე მზად არის დაეხმაროს ირანს, თუკი თეირანი ამას სთხოვს.
“ირანს რომ დახმარება ესაჭიროებოდეს ამ საკითხში, მზად იქნებოდი, რომ რაიმე გამეკეთებინა, თუკი ამას ისინი ისურვებდნენ. თუკი ისინი ითხოვენ, მე მზად ვარ დახმარებისთვის”, – აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ირანი ძლიერ დაზარალდა ახალი კორონავირუსის გამო. თუკი თეირანს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები სჭირდება, ვაშინგტონს ისინი ათასობით აქვს. ტრამპი აცხადებს, რომ იმისათვის, რომ დახმარება მიიღოს, ირანმა უფრო ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს და დათანხმდეს გარიგებას.
ipress.ge