აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავისი მემუარების გამო ციხეში უნდა იჯდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერმა ყოფილ მრჩეველს „სულელი“ და „უგულო“ უწოდა.
„მე გავათავისუფლე ის და საერთოდ არ ვთვლიდი, რომ ეს სერიოზული დანაკარგია, მაგრამ მან საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჩემი აზრით, ის დამნაშავეა და ამისთვის ციხეში უნდა იჯდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ბოლტონს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებდა და წიგნის დაბლოკვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ წიგნი „ოთახი, სადაც ეს მოხდა - თეთრი სახლის მემუარები“ არ დაბლოკა.
Imedinews.fe