დონალდ ტრამპი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე - ეს ჩვენი საზღვარი არაა და დროა, სახლში წავიდეთ

დონალდ ტრამპი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე - ეს ჩვენი საზღვარი არაა და დროა, სახლში წავიდეთ

access_time2019-10-17 10:24:05

სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.


მისივე თქმით, ქურთები „ანგელოზები არ არიან“ და შესაძლოა „ქურთების მუშათა პარტია“ ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.“„შესაძლოა, „ქურთების მუშათა პარტია“ უარესი ტერორისტია და ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


მან განმარტა, რომ აშშ სიტუაციას აკვირდება და ცდილობს, თურქეთი სწორ გზაზე დააყენოს.


„ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.


მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ აშშ-მ თურქეთს სირიაში ოპერაციის განსახორციელებლად „მწვანე შუქი“ აუნთო. დონალდ ტრამპის თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის შემდეგ „ძალიან ძლიერი წერილი გაუგზავნა“.


აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს თეთრმა სახლმა აღნიშნული წერილის შინაარსი გაავრცელა. წერილი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერს : „ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს! შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სიხლისღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე და მე ამას გავაკეთებ,“ - აღნიშნულია წერილში.


ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ipn.ge





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...


მსგავსი სიახლეები

up