Truth social - ასე ერქმევა სოციალურ ქსელს, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა. თეთრი სხლის ყოფილი ლიდერი იმედოვნებს, რომ ახალი პორექტი დაეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს “დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ტირანიას“ .
მსხვილ IT-კორპორაციებსა და ტრამპს შორის ომი დიდი ხანია გრძელდება: ამ დაპირისპირების კულმინაცია გახდა ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა, კაპიტოლიუმზე 6 იანვარს მისი მომხრეების იერიშის დროს.
დონალდ ტრამპის Truth social-ს ზოგიერთი მომხმარებელი სატესტო რეჟიმში ნოემბერში იხილავს.
მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალურ ქსელზე წვდომას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს. ამასთან, ტექნოლოგიური ფირმის Technology Group დონალდ ტრამპის კომპანიასთან შერწყმამ შუამავალს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კომპანიების გაერთიანებაზე, $423 მლნ-ის პოტენციური მოგება მოუტანა.
golosameriki.com