“რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, ის რუსეთთან ერთად მუშაობდა ნავთობის საკითხზე.
“ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ასევე საუდის არაბეთის მეფეს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას ნავთობთან დაკავშირებით. შეთანხმება მათთვის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ჩიხში იყო შესული. მე ვიმუშავე პუტინთან და საუდის არაბეთის მეფესთან. პუტინი ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა, მეფეც შესანიშნავი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
imedinews.ge