დონალდ ტრამპი ნინო ზამბახიძეს მადლობას უხდის - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის სიტყვა თეთრ სახლში

დონალდ ტრამპი ნინო ზამბახიძეს მადლობას უხდის - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის სიტყვა თეთრ სახლში

access_time2019-02-08 12:40:55

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი  მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და ამას საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს. მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს , საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე , ნინო ზამბახიძემ თეთრ სახლში, სადაც ის ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო .



ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება .




„მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვუთხრა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან.მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი,ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ქონდათ, მაგრამ ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ.ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. პროექტები, რომელსაც საქართველოში აკეთებთ ნამდვილად მასშტაბურია.ქალებს აქვთ მომავალი და მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ.აშშ-ს პროექტებში მონაწილეთა სახელით მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, — განაცხადა ნინო ზამბახიძემ .


აშშ-ს პრეზიდენტმა საუბრის ბოლოს ნინო ზამბახიძეს,მისი სიტყვებითსვის მადლობა გადაუხადა .





მარიამ ტიტვინიძე




დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up