დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება

დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება

access_time2019-09-29 11:02:33

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ის, რაც ახლა ხდება, ერთი დიდი სიცრუეა ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში. დემოკრატებს სურთ, წაგართვან თქვენი იარაღი, თქვენი ჯანდაცვა, თქვენი ხმები, თქვენი თავისუფლება, თქვენი მოსამართლეები. მათ სურთ, წაგართვან ყველაფერი. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე დემოკრატიული პარტია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ გახდა ცნობილი. საუბრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა, დაინტერესებულიყო საქმის გამოძიებით, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერიფიგურირებენ. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის დროს, უკრაინაში დაწყებული კორუფციული გამოძიება შეაჩერა, რომელიც იმ კომპანიის საქმეს იკვლევდა, სადაც ჰანტერ ბაიდენი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო


1tv

თეგები:
ტრამპი



ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება. ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up