დონალდ ტრამპი მილიარდერის პოზიციებს დღითიდღე კარგავს

დონალდ ტრამპი მილიარდერის პოზიციებს დღითიდღე კარგავს

access_time2021-03-01 20:00:06

დონალდ ტრამპი დღესაც მილიარდერია, თუმცა, პრეზიდენტობის დროს მისი ფინანსური იმპერია სერიოზულად დაზარალდა.


ამჟამად მისი მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს - ყველაფერთან ერთად ის პროკურატურის სამიზნეც გახდა. ტრამპი საგადასახადო მაქინაციებშია ეჭვმიტანილი, რაც საფრთხეს არა მხოლოდ მის ქონებას, არამედ თავისუფლებასაც უქმნის.


თუმცა, ერთადერთი, რამ დედამიწაზე ტრამპის ეგოს აღემატება - მისი კომერციული ინტუიცია და ლტოლვა ფულის და ძალაუფლებისადმი, ამიტომაც ყოველგვარი პროგნოზები მისი არასახარბიელო მომავლის თაობაზე - ნაადრევია.


ამ დროისთვის ყოფილი პრეზიდენტის ქონება 2,5 მლრდ. დოლარადაა შეფასებული, ხოლო
Forbes-ის მონაცემებით ის 339-ე ადგილზეა ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორის.


თუმცა, 2019 წელთან შედარებით ტრამპი 64 პუნქტით ჩამოქვეითდა. მისი ფინანსური მდგომარეობა მანჰეტენზე რამდენიმე ათეულ შენობაზეა დამოკიდებული, და ეს არც თუ ისეთი კარგი ამბავია მაშინ, როდესაც შტატებში პანდემიისგან ყველაზე მეტად სწორედ ნიუ-იორკი დაზარალდა.


იმის შემდეგ, რაც ამერიკის მთავარი მეგაპოლისი პანდემიის ეპიცენტრი გახდა, ქალაქში ეკონომიკური ვარდნა დაიწყო. ნიუ-იორკში ასობით შენობა დაცარიელდა, ხოლო უძრავი ქონების ქირის ფასი 20%-ით შემცირდა. დონალდ ტრამპს ეს დიდ პრობლემებს უქმნის.


სავარაუდოდ, ასევე არც ვაშინგტონში და არც ჩიკაგოში ტრამპის შენობებს მოგება არ მოაქვთ. ცუდადაა საქმე სხვა ობიექტებზეც - დონალდ ტრამპის კუთვნილმა გოლფ-კლუბმა მაიამიში ღირებულების 80% დაკარგა.



თუმცა, ტრამპი მრავალჯერ კიდევ მომგებიან აქტივს ფლობს - დახურულ პარკინგებს ნიუ-იორკში და კურორტ მარ-ა-ლარგოს ფლორიდაში, სადაც ექს-პრეზიდენტი ამჟამად ცხოვრობს.


ეს მხოლოდ ობიექტური პრობლემებია, მოსალოდნელია სუბიექტურიც - მაგალითად, ვაშინგტონის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ნიუ-იორკის მერიამ განაცხადა, რომ ტრამპთან საქმიან ურთიერთობებს შეწყვეტს, ასევე მის საოფისე შენობებში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილი კონტრაქტების გაწყვეტას ცდილობს.


ტრამპს ასევე რამდენიმე საჩივარი ემუქრება, მის წინააღმდეგ რამდენიმე პროკურორი მუშაობს, რომელიც მას საგადასახადო მაქინაციებში ადანაშაულებს.


წლების მანძილზე ტრამპის მიმართ სხვადასხვა ბრალდებები ისმის - ამბობენ, რომ ის საგადასახადო ხრიკებს იყენებდა, საკუთარ აქტივებს გადაჭარბებულად აფასებდა მომგებიანი სესხების მიღებისთვის, და პარალელურად, ამავე დროს აქტივების ღირებულებას ხელოვნურად ამცირებდა იმისთვის, რომ ბიუჯეტში ნაკლები გადაეხადა.


თუმცა, ტრამპი ყოველთვის უფრო ბიზნესმენი იყო, ვიდრე პოლიტიკოსი და სავარაუდოდ, ის ამ კრიზისსაც გადაიტანს.


მას ფინანსური პრობლემები ხშირად ჰქონდა, 2-ჯერ გაკოტრდა კიდეც, თუმცა, საბოლოო ჯამში, არასდროს წაქცეულა.


ტრამპს მარცხების არ ეშინია და ის, პოსტპრეზიდენტობის ეპოქის სირთულეების მიუხედავად, მომავალს ოპტიმიზმით უყურებს.


„ზოგ ადამიანს აქვს სიმდიდრის ნიჭი. ეს ტალანტია, ისეთივე, როგორც რომელიმე სხვა. ზოგი კარგად უკრავს ფორტეპიანოზე, ზოგი თამაშობს გოლფს, ზოგს ფიზიკოსის ნიჭი აქვს. მე კი ფულის კეთების ნიჭი მაქვს“ - განაცხადა მან ერთ-ერთი ინტერვიუში.


ადამიანისთვის ასეთი ცხოვრებისეული ფილოსოფიით, მარცხიც და აღორძინებაც - ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, და ტრამპს ეს პირველ რიგში ეხება.


Focus.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up