დონალდ ტრამპი - მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიის განადგურება სურთ

დონალდ ტრამპი - მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიის განადგურება სურთ

access_time2020-07-04 13:25:05

დონალდ ტრამპის თქმით, მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიის განადგურება სურთ. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

ტრამპმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი საპროტესტო აქციების იმ მონაწილეებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც აშშ-ში ისტორიული ფიგურების მონუმენტების ჩამოგდებას ცდილობენ.

„არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს. ამან კაცობრიობა მიღწევების, აღმოჩენებისა და პროგრესის ახალ საფეხურზე აიყვანა. მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან გაანადგურონ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ყველა მონუმენტი, სიმბოლო და მოგონება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი განკარგულებით მონუმენტებს ფედერალური სამართალდამცველები იცავენ, ხოლო არეულობაში მონაწილეებს აკავებენ, ხოლო თავდამსხმელებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან.

„ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შვილებს სკოლებში საკუთარი ქვეყნის სიძულვილს ასწავლიან და აიძულებენ დაიჯერონ, რომ კაცები და ქალები, რომლებმაც მათი ქვეყანა შექმნეს, გმირები არ ყოფილან, არამედ ბოროტმოქმედები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა


თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს ამერიკელ სამართალდამცავებს და არ დაუშვებს, რომ პოლიცია მოშალონ ან გაუქმდეს აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება, რაც იარაღის შენახვასა და ტარების უფლებას უკავშირდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული და ამერიკული დროში პატივისცემა უნდა ასწავლონ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე რაშორის მთის ეროვნულ მემორიალთან გააკეთა. მემორიალი წარმოადგენს აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის კლდეში ნაკვეთ პროფილებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მათ შორის ორს – ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს მონები ჰყავდა. ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ეს ადგილი შერჩეულიყო, აშშ-ში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას 7 500 ადამიანი დაესწრო. ტრამპის გამოსვლას მოჰყვა ფოირვერკები.


1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up