აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებს, ეს ხელისუფლების კარგი მუშაობის მაჩვენებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
მისივე თქმით, აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ კვირაშია მოსალოდნელი, ეპიდემიის შედეგებისგან აღდგენას კი ქვეყანა 1-ლი ივნისისთვის დაიწყებს.
„სიტუაციის მოდელირების მიხედვით, შემზღუდველი ზომების არ მიღების შემთხვევაში, აშშ-ში კორონავირუსს შესაძლოა 2,2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს. თუ გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge