აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს, რომელმაც Tesla-ს ქარხნის მუშაობა განაახლა კალიფორნიის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად.
„კალიფორნიის შტატმა Tesla-სა და ილონ მასკს ქარხნის გახსნის საშუალება უნდა მისცეს. ამის გაკეთება სწრაფად და უსაფრთხოდ შეიძლება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ Tesla-მ მანქანების წარმოება უქმეებზე დაიწყო და დასაქმებულებს განუცხადა, რომ სამსახურში დაბრუნებულიყვნენ.
კალიფორნიის შტატის ალამედას ოლქის მმართველმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და 18 მაისს ქარხნის კვლავ გახსნაზე შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, თუმცა ეს შეთანხმება ილონ მასკის სასამართლოში ჩივილის დროს გაუქმდა.
Imedinews.ge