აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებით უფალი მას გამოცდას უწყობს.
„ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა შევქმენით და ახლა თავიდან მიწევს ამის გაკეთება. იცით, რას ნიშნავს ეს? უფალი გამოცდას მიწყობს. უფალს ვეუბნები, შესანიშნავი სამუშაო ხომ განვახორციელე? მე ხომ ერთადერთი ვარ, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო? უფალი კი მეუბნება, რომ ასე არ უნდა ვისაუბრო და თავიდან უნდა გავაკეთო ეს სამუშაო. ერთხელ უკვე გავაკეთე და ახლა თავიდან ვაკეთებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Imedinews.ge