დონალდ ტრამპი - გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?

დონალდ ტრამპი - გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?

access_time2019-11-15 14:52:49

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლუიზიანას შტატში ამომრჩევლის წინაშე წარსდგა, სადაც უკრაინის საკითხზე და იმპიჩმენტის პროცედურაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, მას უკრაინის დახმარება არ სჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დასამარცხებლად.


„თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ გვჭირდება უკრაინის დახმარება, რათა ძილისგუდა ჯო ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ. ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოცდილება არა? მე მაშინ გამოცდილება არ მქონდა, გასულ არჩევნებზე ჩვენ ჩამოვშალეთ ბუშის დინასტია, შემდეგ ჩამოვშალეთ კლინტონის დინასტია, შემდეგ ჩამოვშალეთ ობამას ჯგუფი. თუ გამოცდილების გარეშე დავამარცხეთ ბუში, კლინტონი, ობამა, ახლა ფიქრობთ, რომ უკრაინის დახმარება გვჭირდება, რომ ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ“,-განაცხადა ტრამპმა.



25 ივლისს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის მისი პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.


ipn.ge





ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up