დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს - ბარაკ ობამამ და თქვენ გადაეცით რუსეთს ყირიმი

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს - ბარაკ ობამამ და თქვენ გადაეცით რუსეთს ყირიმი

access_time2020-10-23 15:33:26

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა გადასცეს რუსეთს ყირიმი, – ამის შესახებ ​დონალდ​ ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომელიც ქალაქ ნეშვილში დღეს გაიმართა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3,5 მილიონი დოლარი მიიღო.



„ჯო ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო რუსეთისგან და ეს პუტინისგან წამოვიდა. ბაიდენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან. გავა დრო და ამ ფულის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მოგიწევთ. მე რუსეთისგან ფული არასდროს მიმიღია. რაც შეეხება არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას, როგორც მითხრეს, მათი მიზანია, რომ დავმარცხდე. რუსეთის მიმართ ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა. მე დავაწესე სანქციები. ნატო-სთან მიმართებით ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ალიანსის წევრები მილიარდობით მეტ თანხას ხარჯავენ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე და ეს არის დაცვა რუსეთისგან. ბაიდენი ყიდდა ბალიშებს და ზეწრებს, მე კი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მივყიდე უკრაინას. ჩემზე მკაცრად და ხისტად რუსეთის მიმართ არავინ მოქცეულა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთმა მოახდინა წყალქვეშა ნავების პორტის ანექსია. თქვენ გადაეცით ყირიმი რუსეთს. რუსეთი თქვენ დიდ ფულს გიხდით. ახლა ეს ყველაფერი ცხადი გახდა, როდესაც გასაჯაროვდა ელექტრონული მიმოწერა და ცხადი გახდა, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დიდ ფულს იღებდით. ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო და ამერიკელების წინაშე ახსნა-განმარტება მოგიწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.



თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქმედი ლიდერი ჩინეთიდან ფულის მიღებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მედიამ გაარკვია, რომ ტრამპის საიდუმლო ანგარიშზე ჩინეთიდან ფული ირიცხებოდა.




„ის ბიზნესშია ჩართული ჩინეთთან და ამ დროს ჩემზე ამბობს, რომ ფულს ვიღებ. ცხოვრებაში არასდროს არ ამიღია ფული უცხო ქვეყნისგან. ამავე დროს, ტრამპს არ გაუვრცელებია საგადასახადო დეკლარაცია. გამოდის, რომ ის რაღაცას მალავს. ბატონო პრეზიდენტო, უცხო ქვეყნები თქვენ ფულს გიხდიან. თქვენ დიდ ფულს გიხდით რუსეთი და ჩინეთი“, – განაცხადა ბაიდენმა.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up