დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

access_time2020-05-30 19:58:30

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან. 

„გუშინ ღამით თეთრ სახლთან აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დიდებული სამუშაო გასწია. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და თითეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ. მათ „პროტესტის მონაწილეებს“ ბღავილის ნება დართეს, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე, მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობას ვუხდი მათ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

Imedinews 

თეგები:
ტრამპი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up