დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმებას გეგმავს

დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმებას გეგმავს

access_time2019-08-21 21:00:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა.


მისი თქმით, უცნაურია, როდესაც ქვეყანაში არალეგალურად მოხვედრილი ადამიანების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებათ.


"დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობის საკითხზე სერიოზულად ვმსჯელობთ. გადმოხვალთ საზღვარზე, გააჩენთ ბავშვს და გილოცავთ - თქვენი შვილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. ეს სასაცილოა," - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.



დონალდ ტრამპი მიგრანტთა აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების საკითხს 2018 წელსაც განიხილავდა. მანამდე, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი მე-14 ცვლილებას ღიად აკრიტიკებდა.


"ქალი, რომელიც ცხრა თვის ორსულია, გადმოდის საზღვარზე, აჩენს ბავშვს და ჩვენ გვიწევს, მასზე 85 წლის განმავლობაში ვიზრუნოთ. მე ასე არ ვფიქრობ. მექსიკაში და თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში ასე არ ხდება. მხოლოდ ჩვენ ვართ საკმაოდ სულელები, რომ ეს სისტემა გვქონდეს," - თქვა ტრამპმა 2015 წელს.


ამერიკის კონსტიტუციაში მე-14 შესწორება, შესწორება ქვეყნის მოქალაქეობისა და კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ, 1868 წლის 9 ივლისს შეიტანეს. ცივი ომის შემდეგ მიღებული ეს შესწორება შავკანიან ამერიკელებს აძლევდა საშუალებას, ყოფილიყვნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები. მის მიხედვით, მოქალაქეობა ენიჭებოდა ყველა ადამიანს, რომელიც დაიბადებოდა შეერთებულ შტატებში.


ტაბულა





საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...


მსგავსი სიახლეები

up