დონალდ ტრამპი Amazon-სა და მის გენერალურ დირექტორს პრობლემების შექმნით ემუქრება

დონალდ ტრამპი Amazon-სა და მის გენერალურ დირექტორს პრობლემების შექმნით ემუქრება

person access_time2016-05-16 13:56:35

დონალდ ტრამპი Amazon-ს, მის გენერალურ დირექტორ ჯეფ ბეზოსა და Washington Post-ს ისევ უპირისპირდება. ხუთშაბათს Fox News-ში შონ ჰანიტისთან საუბრისას ტრამპმა ბეზოსი საკუთარი ბიზნესის ლობირებაში დაადანაშაულა. ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის განცხადებით, ბეზოსმა 2013 წელს Washington Post-ი იმისთვის იყიდა, რათა ვაშინგტონელი პოლიტიკოსების დახმარებით Amazon-ის გადასახადები კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნებულიყო. „ჯეფ ბეზოსი Washington Post-ს სათამაშოსავით იყენებს და ყველაფერს აკეთებს, რათა თეთრ სახლში მე არ შევიდე,“ – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპის განცხადებას Washington Post-ის რედაქტორი გამოეხმაურა, სადაც მან ბრალდება უარყო: „როგორც რედაქტორმა, თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ არც ჯეფ ბეზოსგან და არც სხვა სუბიექტისგან საპრეზიდენტო კამპანიის აღწერის თაობაზე ინსტრუქციები არცერთხელ არ მიმიღია,“ – განმარტა მარტი ბარონმა. Amazon-ის წარმომადგენლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ტრამპის განცხადების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი კონსპირაციული თეორია ფაქტებით გამყარებული არაა. ერთი მხრივ გამოცემის ნეგატიური დამოკიდებულება მისდამი ცნობილია და ვიცით, რომ Washington Post-ი ტრამპს არაერთი უარყოფითი შინაარსის სტატიას უძღვნის, თუმცა აღნიშნულ ბრალდებებს საფუძველი ნამდვილად აკლია. გასულ წელს Amazon-მა $273 მილიონის ოდენობის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა (2014-ში - $177 მილიონი; 2013-ში - $169 მილიონი). გასათვალისწინებელია, რომ არსებობენ უფრო დიდი შემოსავლის მქონე კომპანიები, რომლებიც საშემოსავლოს საერთოდ არ იხდიან (მაგალითად, GM და United). რაც შეეხება ბეზოსს, Amazon-ის გენერალურ დირექტორს საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ტრამპი მისი კომპანიისათვის სიკეთის მომტანი არ არის. თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ბეზოსსა და Amazon-ს საჯაროდ დაემუქრა: „ბეზოსს პატივს ვცემ, თუმცა მან Washington Post-ი პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიძინა. ამასთან, იგი Amazon-ის მფლობელიცაა. რა გამოდის? პოლიტიკური ძალაუფლების დახმარებით მას სურს, Amazon-მა მეტი მოგება ნახოს, ეს კი არასამართლიანია. დამიჯერეთ, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მათ პრობლემები აუცილებლად შეექმნებათ,“ – განაცხადა ტრამპმა. ბეზოსსა და ტრამპის დაპირისპირება საჯაროდ Twitter-ში გაგრძელდა. Amazon-ის გენერალურმა დირექტორმა თავის ოფიციალურ გვერდზე კოსმოსურ ხომალდ Blue Origin rocket-ზე დონალდ ტრამპის ადგილი დაჯავშნილად გამოაცხადა.




საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up