დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს, მაშინ ის თურქეთის ეკონომიკას ჩამოშლის

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს, მაშინ ის თურქეთის ეკონომიკას ჩამოშლის

access_time2019-10-10 10:20:57

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა. რეპორტიორის შეკითხვაზე, არის თუ არა პეზიდენტი შეშფოებული იმით, რომ თურქეთმა შესაძლოა, ქურთები გაანადგუროს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ თუ ეს მოხდება, ის თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.


„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე პასტორ ბრანსონის შემთხვევაში. ვიმეოდვნებ, რომ ის რაციონალურად იმოქმედებს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ერთმანეთს ათეულობით წელია ებრძვიან“, – განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ ოპერაციის ჩატარების ზონაში ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან. ტრამპმა ქურთებისა და თურქეთის მრავალწლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ დაუსრულებელი ომებიდან გადის.


„ჩვენ აღნიშნულ რაიონში სამხედროები არ გვყავს.თურქეთთან მლაპარაკებებს სამი წელია ვაწარმოებთ. მათ ამის გაკეთება მრავალი წელია სურდათ. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში, ჩავერიეთ, ეს 30 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ იქ მრავალი წელი ვიყავით. ახლა გასვლის დროა. ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკებით. ვუთხარით პრეზიდენტ ერდოღანს, რას ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ორივე მხარეს ვესაუბრებით და განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციიდან. თუმცა აღნიშნულ რაინში სამხედროები არ გვყავს. ჩვენ გავდივართ დაუსრულებელი ომებიდან, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და საბოლოოდ ვინმემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.



აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინიციატივას, თურქეთის ლიდერისთვის სანქციების დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ ის სანქციების დაწესებას ეთანხმება, თუმცა განიხილავს სანქციებზე მეტად მკაცრ ზომებსაც.


„მე უკვე ვუთხარი პრეზიდენტ ერდოღანს, რომ სანქციების დაწესებაზე ბევრად მეტს გავაკეთებ. ვფიქრობ, ლინდსი იქ კიდევ მომავალი ორასი წლის განმავლობაში დარჩებოდა და შესაძლოა, ყველგან ასობით ათას ადამიანს განათავსებდა. თუმცა მე ამაში ლინდსის არ ვეთანხმები, მაგრამ ვეთანხმები სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა მე განვიხილავ ბევრად უფრო მკაცრ ზომებს, ვიდრე სანქციებია“, – აღნიშნა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდნეტის თქმით, თუ ერდოღანი სირიაში უსამართლოდ მოიქცევა, მას ეს ეკონომიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება.



1ტვ





ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“
access_time2019-11-21 14:48:14
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს: „მოკლედ ეხლა ეკონომიკას ვერაფერს შველიან და ოცნება და მისი ხელისუფლება ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავს ხელს ამ ლარის კურსზე და ადრე მე რომ პრეტენზიებს ვუცხადებდი ესენი გადაფარებულები იყვნენ და ეხლა ჩემი დასაცვი გახდება ვატყობ. კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე...

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე
access_time2019-11-21 14:15:19
 „კურსზე,ფასებზე, ფულის მასასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მისი ბოლო ორი ხელმძღვანელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ლარის კურსი ძალიან ცუდ დღეშია და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ბიზნესს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა“ - იმპორტიორი  შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიებზე ლარის კურსის გავლენას აფასებს, როგორც მთავარ შემაფერხებელ ძალას ბიზნესის განვითარებისთვის. ლარის...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების  წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“
access_time2019-11-21 13:15:58
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება. სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან...

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს
access_time2019-11-21 13:03:16
Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში - კომპანია ბორუსან კატი მასშტაბურ ღონისძიებას მართავს თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართება 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა...


მსგავსი სიახლეები

up