დონალდ ტრამპი 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს

დონალდ ტრამპი 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს

access_time2016-09-17 10:10:10

"დონალდ ტრამპი ყველას პირდება 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შემდგომი ათი წლის განმავლობაში". ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" ალექსანდერ ბარნსისა და ბენიამინ აპელბაუმის თანაავტორობით სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ:

 

 


"დონალდ ტრამპმა მხოლოდ მცირეოდენი დეტალი დაასახელა თუ როგორ აპირებდა იგი პრეზიდენტის რანგში ხსენებული ამბიციური ეკონომიკური გეგმის განხორციელებას.

 

 

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპა თქვა, რომ ეკონომიკური გეგმის განხორცილება მოხდება ნაწილობრივ საზღვარგარეთ სამხედრო ხარჯების ეკონომიით. კერძოდ, შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ ამერიკული სამხედრო ძალების შესანახად. ტრამპს მხედველობაში ჰქონდა სამხედრო ბაზები რომლებიც პირველ რიგში მოკავშირეების დაცვისთვისაა დანიშნული. ცხადია, ამგვარი განცხადებები გარკვეულად შემაშფოთებელიც უნდა იყოს ამერიკის სამხედრო პარტნიორებისთვის.

 

 


აღსანიშნავია, რომ უკვე კარგა ხანია რაც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის კრიტიკის ობიექტი გახდა არსებული გარიგებები ქვეყნის თავდაცვის სფეროში. ამიტომაც, დონალდ ტრამპმა პირდაპირ დააკავშირა შინ- ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი იმ მრავალ მილიარდ დოლართან, რომელიც საზღვარგარეთ იხარჯება სხვა ხალხებისა და სახელმწიფოების დასაცავად. ტრამპმა კონკრეტულად დაასახელა- გერმანია, იაპონია, საუდის არაბეთი და სამხრეთი კორეა, როგორც ეკონომიკურად და ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოები, რომელთა დაცვაზე, წესით, შეერთებულმა შტატებმა ფული არ უნდა ხარჯოს.

 

 


"თქვენ თავს შეეკითხეთ, რამდენ ხანს გაძლებდა საუდის არაბეთი ამერიკული სამხედრო დაცვის გარეშე. ჩვენ რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა დავიცვათ საუდელები, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მათი მხრიდან ადეკვატური კომპენსაციის პირობებში" - დასძინა დონალდ ტრამპმა.

 

 


ნიუ-იორკში, სასტუმრო "უალდორფ ასტორიაში" სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მეტწილად გაიმეორა ის ეკონომიკური ხედვა, რომელიც მან თავდაპირველად აუწყა დეტროიტში გამოსვლისას, გასულ თვეში. რესპუბლიკელი კანდიდატი ყველას პირდება რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი შეკვეცავს ბიზნესის გადასახადებს და ასევე შეამცირებს ფედერალურ რეგულირებებს. ტრამპის სიტყვით, საჭიროა თავიდან გადახედვა და შეცვლა არსებული სავაჭრო შეთანხმებებისა რომლებიც დღეს უკვე არაა ხელსაყრელი შეერთებული შტატებისთვის.

 

 



მაგრამ, დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხასიათის განცხადებები ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც გაურკვეველი, როგორც იმპროვიზაცია, რომელიც გრანდიოზულ მიზნებს შეიცავს და ამავე დროს- მცირეოდენ კონკრეტულ ზომებს. არაა გამორიცხული რომ სამუშაო ადგილთა შექმნაზე ხმამაღალი დაპირებებით, დონალდ ტრამპს სინამდვილეში სურს საპრეზიდენტო კამპანიის გაძლიერება, რომელიც არასაკმარისადაა ეფექტური, როცა იგი არ ეხება იმიგრაციისა და ვაჭრობის საკითხებს.

 

 

დონალდ ტრამპი კვლავინდებურად მიიჩნევს საჭიროდ კორპორატიულ გადასახადს 15 პროცენტის დონეზე, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს. უფრო მეტად პოლიტიკური მიზნით, ტრამპმა ასევე შეამცირა საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მეტწილად უძრავი ქონების დეველოპერებისთვის იყო ხელსაყრელი.

 


რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს საჭიროდ მიაჩნია ფედერალური გადასახადების შემცირება 4.4-დი ტრილიონით შემდგომი 10 წლის განმავლობაში. ტრამპის თანახმად, მთავრობას ხსენებული საგადასახადო შემცირება დაუჯდება 2.6 ტრილიონი დოლარი, ხოლო დასახელებულ ფინანსურ ციფრებს შორის სხვაობა შეივსება ინტენსიური ეკონომიკური ზრდით" - ნათქვამია სტატიაში.

 

 

"ტრამპი საკუთარ თავს წარმოსახავს მუშატა კლასის ინტერესთა დამცველად. თავის განცხადებებში იგი დაუფარავად გამოთქვამს ნოსტალგიას წარსულისადმი, როცა ამერიკის საავტომობილო ინდუსტრია ძლიერების ზენიტში იყო. ეს ასევე ეხება ფოლადის წარმოებასა და ნახშირის მოპოვებას. ამავე დროს, დონალდ ტრამპმა კრიტიკულად მოიხსენია მისი დემოკრატი მეტოქე ჰილარი ქლინტონი, რომელმაც ტრამპის მომხრეებს ამას წინათ, "საცოდავები" უწოდა, რამეთუ ისინი, ქალბატონ ქლინტონის ქმით, შეუმწყნარებლობას ავლენენ სხვების მიმართ.

 

 


"ჩემი ეკონომიკური გეგმა არ შეიცავს იმ ავადხსენებულ ცინიკურ მტკიცებულებას, რომლის თანახმად, ჩვენი მუშახელი რაოდენობრივად თითქოს მომავალშიც განაგრძობს შემცირებას, რომ ამერიკიდან სამუშაო ადგილების ექსპორტი თითქოს მომავალშიც გაგრძელდება, რომ ჩვენი ეკონომიკა უწინდელივით თითქოს აღარასოდეს გაიზრდება. ღმერთო ჩემო, გავიხსენოთ თუ როგორი ტემპებით იზრდებოდა ადრე ჩვენი ეკონომიკა" - დასძინა ტრამპმა.

 

 


რა თქმა უნდა, მართებულია ტრამპის შენიშვნა რომ ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელებულია. ისინი გარკვეულად ჩამორჩება იმ მაჩვენებლებს, როცა ეკონომიკა იზრდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 2000-ს წლამდე. მაგრამ, მეტად ძნელად იქნება მისაღწევი უწინდელი ეკონომიკური ზრდა და ასევე 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შემდგომ 10-თ წელიწადში, რამეთუ სერიოზულ ცვლილებას აქვს ადგილი ამერიკის მოსახლეობის დემოგრაფიაში.

 

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება რომ ასაკობრივად მუშაობისთვის გამოსადეგი მოსახლეობა რაოდენობრივად შენელებული ტემპით იზრდება. საეჭვოა, რომ ამ ტენდენციამ უახლოეს მომავალში ცვლილება განიცადოს, მიუხედავად დონალდ ტრამპის ჭარბად ოპტიმისტური გაცხადებებისა.

 

 


ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის, ანუ შემდგომი 10 წლის განმავლობაში, დასაქმებულთა რაოდენობა დღევანდელი დონოდან მხოლოდ 7.1-ი მილიონით გაიზრდება.

 

 


ამგვარად, 25 მილიონი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭირო გახდება სამჯერ მეტად გაიზარდოს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაობს ეძებენ. ასეთია კონგრესის ეკონომისტების საერთო აზრი.

 

 


ამასობაში, გარდა დასაქმებულთა რიცხვის გაზრდისა, დონალდ ტრამპი ყველას პირდება ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდას 3.5 პროცენტის დონეზე. ესაა რა თქმა უნდა, მკაფიო კონტრასტში იმ ორ-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან, რომელსაც ასევე კონგრესის საბიუჯეტო ოფისი პროგნოზირებს. ინტენსიურ ეკონომიკურ ზრდას ასევე ესაჭიროება შრომის პროდუქტიულობის სერიოზული ზრდაც" - ნათქვამია გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში.

 

საერთაშორისო კომენტატორი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up