აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.
ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო პატივის მიგებით, მოკრძალებული გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ამის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.
დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მისი მომდევნო პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება.
1tv.ge