Domino’s Pizza გუდაურსა და ბაკურიანში მოძრავი პიცერიით თებერვალში იქნება წარმოდგენილი

Domino’s Pizza გუდაურსა და ბაკურიანში მოძრავი პიცერიით თებერვალში იქნება წარმოდგენილი

access_time2017-12-31 10:00:44

Domino’s Pizza გუდაურსა და ბაკურიანში მოძრავი პიცერიით იქნება წარმოდგენილი. როგორც „კომერსანტს“ Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელმა მარიამ ფაცაციამ განუცხადა, მოძრავი პიცერია ზამთრის კურორტებზე მომავალი წლის თებერვლიდან იმოძრავებს.


„მიმდინარე წელს მოძრავი პიცერიის სერვისის დამატება ვერ მოვასწარით, თუმცა მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი მარტის ბოლო რიცხვებამდე გრძელდება. ჩვენ კი თებერვლის შუა რიცხვებში დავიწყებთ ბაკურიანსა და გუდაურში ე.წ. მოძრავი რესტორნების პროექტს“, - აღნიშნავს ფაცაცია.


მისივე თქმით, მოძრავი პიცერიის პროექტის განხორციელებისთვის დასაწყისში 60 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.


„ეს არის სატვირთო მანქანაზე მისაბმელი კონტეინერი, რომელშიც მოწყობილია ღუმელი და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც პიცის გამოცხობას სჭირდება. ამ დანადგარს ხუთი დღის მარაგი აქვს. ეს არის საპილოტე პროექტი. ახლა ერთი სპეციალური დანადგარი ჩამოვა, რომელსაც კურორტებზე პერიოდულად ვამოძრავებთ. ერთი მოწყობილობა 60 ათას დოლარამდე ჯდება. მისი წარმადობა ერთი სტაციონალური ფილიალის ნახევარს უდრის“, - აცხადებს Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელი.



მისივე თქმით, თავდაპირველად მოძრავი პიცერიისთვის საჭირო ერთ დანადგარს შეიძენენ: „თუკი საპილოტე პროგრამა გაამართლებს, ორ-სამ დანადგარს კიდევ დავიმატებთ, რომლებსაც სეზონურად ზღვის კურორტებზეც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს მარიამ ფაცაცია.


ამასთან, Domino’s Pizza 2018 წლის საზაფხულო სეზონზე ბათუმში პირველ ფილიალს გახსნის. გარდა ამისა, ფილიალების დამატებას გეგმავენ თბილისში და წლის ბოლომდე 10 ფილიალით იქნებიან წარმოდგენილნი.


აშშ-ში მიჩიგანის შტატში 1960 წელს დაფუძნებული ამერიკული ბრენდი Domino’s Pizza საქართველოში 3 წლის წინ შემოვიდა, კომპანიას განვითარების 8 წლიანი გეგმა აქვს. პიცერია ფილიალებით ამჟამად საბურთალოზე, ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზეა წარმოდგენილი.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up