დომინოს ეფექტი ბიზნესში: როგორ გახდა Domino's ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიცის ქსელი მსოფლიოში

დომინოს ეფექტი ბიზნესში: როგორ გახდა Domino's ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიცის ქსელი მსოფლიოში

access_time2022-04-17 20:00:03

დღეს Domino's-ს პიცის ქსელს მაღაზიები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. მისმა ძლიერმა საბაზრო კაპიტალმა და სწრაფი მიწოდების სისტემამ ბრენდის წარმატებას ხელი შეუწყო, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, კონკურენტები დაემარცხებინა.

თავდაპირველად კომპანიის კონცეფცია ტრადიციული პიცერიის ფუნქციონირება იყო, თუმცა სივრცის ნაკლებობის გამო მწარმოებლებმა განავითარეს სწრაფი მიწოდების სისტემა. დღეს მომხმარებელთა 60%-ზე მეტს ურჩევნია პიცა შეუკვეთოს ონლაინ.

Domino's იყო პიონერი რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნაში. სწორედ მათ მოახდინეს რევოლუცია მომხმარებელთა გამოცდილებაში მიწოდების სისტემის მეშვეობით.

14,23 მილიარდ დოლარზე მეტი საბაზრო წილით, Domino’s-მა გაუძლო დროის გამოცდას და განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. კომპანია დღესაც ფიქრობს ინოვაციურ პროექტებზე.

როგორ დაიწყო ყველაფერი

Domino's-ის ისტორია იწყება მისი მფლობელების, ტომ და ჯიმ მონაჰანის ისტორიით. 1940 წელს ტომის მამა გარდაიცვალა. ახალგაზრდობაში იგი დიდ დროს ატარებდა ბავშვთა სახლში ან ახლობლების სახლებში. თუმცა მისმა მძიმე ბავშვობამ ამბიციები გაუძლიერა. მას ყოველთვის სურდა ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებული ყოფილიყო. ტომის ფუტურისტულმა ხედვამ აიძულა მას თავისი დანაზოგით საკუთარი ბიზნესი წამოეწყო.

1960 წელს ახალგაზრდა მეწარმემ ძმასთან - ჯიმთან ერთად მიჩიგანში იყიდა რესტორანი. ადგილობრივი პიცის რესტორანს DomiNick's ერქვა. ტომ მონაჰანმა მის შესაძენად 900 დოლარის სესხი აიღო.

საზეიმო გახსნიდან რვა თვის შემდეგ ის ფლობდა ბიზნესის 50%-ს. მან მიწოდესბის სისტემა ერთი ავტომობილით - 1959 წლიანი Volkswagen Beetle-ით დაიწყო, რომელსაც ძმები ფლობდნენ.

რესტორანი სახელს - DomiNick's მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, სანამ წინა მფლობელმა არ აიძულა ძმები, რომ სახელი შეეცვალათ. ახალი სახელი Domino's Pizza იყო. Insider-ის თანახმად, 1965 წლისთვის ტომ მონაჰანმა გახსნა Domino-ს სამი მაღაზია მიჩიგანის შტატში.

ნაბიჯი საერთაშორისო წარმატებისკენ


მომდევნო ათწლეულის განმავლობაში Domino's-მა ამერიკაში 200-ზე მეტი პატარა რესტორანი გახსნა. კომპანია ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას სიჩქარესა და ეფექტურობაზე.

1973 წელს მონაგანს გაუჩნდა იდეა, დაენერგა პიცის მიწოდების 30-წუთიანი სისტემა.

1983 წლისთვის ამერიკაში დომინოს 1000 მაღაზია იყო და კომპანიამ გადაწყვიტა საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება.

იმავე წელს Domino's-მა გახსნა თავისი პირველი საერთაშორისო მაღაზია კანადასა და ავსტრალიაში. 1993 წელს 30-წუთიანი მიწოდების სისტემა შეწყდა ამერიკაში მრავალი სასამართლო პროცესისა და უბედური შემთხვევის გამო. 1997 წლისთვის Domino's-ს ჰქონდა თავისი მაღაზიები ხუთ კონტინენტზე და 1500 ლოკაციაზე. შემდგომ კი ტომ მონაჰანი პენსიაზე გავიდა და თავისი კომპანიის აქციების 93% გაყიდა.

ტექნოლოგიის შერწყმა მიწოდებასთან

რეცესიის მწვერვალზე მყოფ Domino’s- ს 943,2 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ გადაიხადა. იმავე დროს მომხმარებლებმა უპირატესობა მის კონკურენციას Pizza Hut მიანიჭეს. კომპანია კარგავდა კლიენტურას.

სწორედ ამ დროისთვის გადაწყვიტეს Domino’s ტექნოლოგიისთვის მიემართა. 2007 წელს მათ შემოიტანეს ონლაინ და მობილური შეკვეთის ფუნქცია. ხოლო შემდეგ წელს გამოუშვეს Domino's Tracker-რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა თვალყური ადევნონ შეკვეთას ონლაინ შეკვეთის განთავსებიდან მის მიწოდებამდე.

2009 წლის ბოლოს, ბრენდმა გააუქმა თავისი ორიგინალური პიცის რეცეპტი, რათა შეექმნა ახალი რეცეპტი ახალი თაობის მომხმარებლებისთვის. ახალი პროდუქტებით და ტექნოლოგიების გამოყენებით, ის გახდა პიცის საუკეთესო მიმწოდებელი კომპანია მთელს მსოფლიოში. მისი მოგების 50%-ზე მეტი გენერირდება ამერიკის ფარგლებს გარეთ.

კომპანიამ 2013 წელს თავისი ლოგოს რებრენდინგი მოახდინა და გააუმჯობესა ონლაინ შეკვეთების სისტემა. დღეს Domino's მეხუთე ყველაზე პოპულარული პიცაა ამერიკაში და ქვეყანაში სიდიდით მეორე საბაზრო წილს იკავებს.

დღეისათვის Domino's რჩება ერთ-ერთ ყველაზე რჩეულ პიცერიად 90-ზე მეტ ქვეყანაში 17 000 რესტორანით.

წყარო : therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up