გასულ წელს ჩინეთმა საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა, რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა მოსახლეობას.
კიბერიუანი, რომელსაც ჩინეთი ამჟამად ტესტავს წარმოადგენს ჩვეულერივი ვალუტის ციფრულ ფორმას, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. ციფრული იუანი კოტროლდება ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ, ხოლო სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, მისი უპირატესობა ანონიმურობაა.
ამასთან დაკავშირებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიბერიუანი ხელისუფლებას არა მხოლოდ ეკონომიკის არამედ მოსახლეობის კონტროლის საშუალებასაც მისცემს- აღნიშნავს Wall Street journal-ი. ბლუმბერგის ექსპერტებიც მსგავს შეფასებას აკეთებენ. მათი აზრით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიზანი გულისხმობს არა იმას, რომ შექმნას გადახდის მოხერხებული სისტემა, არამედ უფრო ახლოს დააკვირდეს მოსახლეობას. წარსულში ჩინეთში ქეშის 10 პროცენტიანი ნამატი დაფიქსირდა. ეს მოსახლეობის აღელვებაზე მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკი ყურადღებით არ აკვირდება ყველა ტრანზაქციას. - აღნიშნავს wsj.
ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ არსებული უმსხვილესი კომერციული ბანკები სახელმწიფოს გავლენით შეძლებენ ციფრული იუანის გავრცელებას. მომავალში ამ სისტემამ უნდა შეზღუდოს ნაღღი ფულის მოხმარება. ციფრული ტრანზაქციის სისტემა გულისხმობს ჯაჭვიდან ყოველი მესამე პირის ამოღებას და თანხა პირდაპირ გამგზავნიდან ადრესატამდე მიდის.
კიბერიუანის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციები ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი. საუთარ ანგარიშებზე ხელმსაწვდომობისთვის კი აღარ იქნება საჭირო საბანკო ანგარიშები, რაც არ აქვს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს. საბანკო ანგარიშის გარეშე მსოფლიო ბანკის ინფორმაციით გლობალურად 1,7 მილიარდი ადამიანია - წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ჩინეთის სახალხო ბანკი მკაცრად გააკონტროლებს ციფრულ იუანს, რათა ნებისმიერი ცვლილება თავიდან იქნას არიდებული. ყოველი იუანი, რომელიც ციფრული სახით იქნება , ახდენს ერთ იუანის ანულირებას რომელიც ფიზიკური ფორმით იხმარება - განმარტავს WSJ.
პროექტის განვითარებისთვის ჩინეთის მთავრობა გეგმავს ციფული იუანი შექმნას უცხოელი სპორტსმენებისა და ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის, რომელიც 2022 წელს პეკინში გაიმართება.
forbes.ru