დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

access_time2022-09-29 13:55:25

უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე - IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად - ამ ტრანზაქციის განხორციელება მომხმარებელს შეუძლია WhiteBIT - ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან კრიპტოვალუტის ბირჟის ვებსაიტიტან.  

 

გარდა ამისა, WhiteBIT-მა გაზარდა სავაჭრო შესაძლებლობების მრავალფეროვნება ახალი სავაჭრო წყვილების დამატებით: WBT/BTC და WBT/UAH. WBT ტოკენის შეძენა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ USDT-ზე, არამედ ბიტკოინებითა და უკრაინული გრივნის მეშვეობითაც და პირიქით შესაძლებელია, ტოკენის გადაცვლა აღნიშნულ ვალუტაზე.

 

მომხმარებლებისთვის სერვისების, დამატებითი შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის ზრდა, WhiteBIT-ის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს და აახლოვებს კომპანიას თავის მთავარ მიზანთან - რომელიც დაკავშირებულია მსოლფიოს მასშტაბით ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვასა და მასიურ გამოყენებასთან.

 


ჩვენი მიზანი საკმაოდ მარტივია. ჩვენ გამოვდივართ იმ მოსაზრებიდან, რომ WhiteBIT ბირჟაზე შესვლით მომხმარებელმა უნდა მიიღოს კრიპტოვალუტის შესაძლო სერვისების სრული სპექტრი და კიდევ ცოტა უფრო მეტი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია. ამიტომ, WhiteBIT მუდმივად, სისტემატურად და თანმიმდევრულად აუმჯობესებს როგორც მომსახურების ხარისხს, ასევე მათ ფუნქციონირებას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მიდგომა ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტის საზოგადოების ზრდას და წაახალისებს უფრო და უფრო მეტ ადამიანს ჩაეფლონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამყაროში, რომელიც უკვე აყალიბებს თითოეული ჩვენთაგანის მომავალს“, - თქვა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლოდიმირ ნოსოვმა.

 

მან ასევე დეტალების გამჟღავნების გარეშე , დააანონსა, რომ WhiteBIT მომხმარებელი, უახლოვეს მომავალში კომპანიისგან ბევრ ახალ სასიამოვნო ამბავს გაიგებს.


მითითება: WhiteBIT არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.



(R)


თეგები:
IBAN WhiteBIT Visa/Mastercard



მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია
access_time2022-12-05 12:30:51
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.   აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი...


მსგავსი სიახლეები

up