დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან შემცირდა

დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან შემცირდა

person access_time2016-03-16 13:30:39

ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრისადმი მიმართული მოლოდინებისა და თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. 


ინვესტორები ფიქრობენ, რომ ამერიკის ფედერალური ბანკი ამ შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს. 


პესიმისტური განწყობა კი თავისთავად მოქმედებს დოლარის კურსზე.


ამერიკის კომერციული დეპარტამენტის ცნობით, ირკვევა, რომ შტატებში დაეცა საცალო გაყიდვების მაჩვენებელი. ამასთან, მოსალოდნელი ზრდის ნაცვლად შემცირდა სამომხმარებლო ფასები. ეს კი ინფლაციის სამიზე ნიშნულამდე გასვლას ხელს კიდევ უფრო უშლის. 


ნავთობის გაუფასურების ფონზე ენერგო დამოკიდებულმა ვალუტებმაც დაღმავალი ტრენდი განავითარეს. კანადური და ახალ ზელანდიური დოლარი რამდენიმე პროცენტით გაუფასურდნენ. ნავთობის გაიაფება კი ირანის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც უარი განაცხადა ნავთობის წარმოების მაჩვენებელის გაყინვაზე. მანამ სანამ ქვეყანა არ აღიდგენს სანქციებამდე არსებულ ნავთობის წარმოების ნიშნულს.  


15.03.2016



„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 


დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.:


ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1106 მიმდინარეობს.


შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4273 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.33 ნიშნულთან მიმდინარეობს. ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა დაიკლო 1.16 %-ით და ვაჭრობა 1231.40 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,20 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.58 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 0.88%-ით და ბარელზე შეადგინა 36.66 დოლარი.


 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up