დოლარი მსოფლიოში ძალიან მყარია და დიდი ალბათობით ის პოზიციებს დათმოს - თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი

დოლარი მსოფლიოში ძალიან მყარია და დიდი ალბათობით ის პოზიციებს დათმოს - თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი

access_time2020-07-17 16:00:02

მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის კურსი გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ერთი ამერიკული დოლარი 3.0652 ლარი, ევრო – 3.4925 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8431 ლარი გახდა. ​


თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის. მისი თქმით, დოლარი მსოფლიოში ძალიან მყარია და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ პოზიციები დათმოს, მათ შორის ლარის სასარგებლოდ.


„ლარის კურსი დამოკიდებულია შემოდინება-გადინების ბალანსზე და ამ მხრივ დანაკლისიც მნიშვნელოვნად გვაქვს, თუმცა ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია. ასევე ლარის კურსი დოლართან დამოკიდებულია იმაზეც თუ როგორი იქნება ლირის, ევროს, რუბლის და სხვა ვალუტების კურსი დოლართან მიმართებაში. დოლარის მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის, უფრო პირიქითაც, ამიტომ ამ მხრივაც ლარზე გაუფასურების ზეწოლას ჩვენ არ ველით. დოლარი მსოფლიოში ძალიან მყარია და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ პოზიციები დათმოს. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციის თემა, ძალიან დიდი გადახრა სამიზნე ინფლაციიდან მოსალოდნელი არ არის. სხვა ვალუტების პროგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3.0-ს გაუტოლდება“, - განმარტა ოთარ ნადარაიამ.



აღსანიშნავია, რომ „თიბისი კაპიტალის“ კვლევის საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.15-ს გაუტოლდება, ხოლო დეკემბერში 3.0-მდე გამყარდება.


კვლევის თანახმად, შემოდინებების გარდა, ლარის კურსი აშშ დოლართან ასევე დამოკიდებულია დოლარის კურსზე ევროსთან, ლირასთან და რუბლთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ დოლარი უკვე ძალიან მყარია სხვა ვალუტებთან მიმართებაში, საერთაშორისო ბაზრებზე მისი შემდგომი მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებ სავარაუდოა. გარდა ამისა, ამჯერადაც, ევროს, რუბლს, ლირასა და ლარს დოლართან მიმართებით გარკვეულწილად მსგავსი ციკლი ახასიათებს.


„თიბისი კაპიტალის“ ახალ კვლევაში რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:

  • ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ; საქართველოში ეკონომიკის ზრდა უფრო სტაბილურია ევროში დოლართან შედარებით;
  • ბიზნეს მსესხებლებისათვის შესაძლებელია ევროს შედარებით მეტი წილი იყოს ოპტიმალური;
  • სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევრო დოლართან მიმართებაში გამყარდება, რასაც ლარის დოლართან გამყარებაც მოყვება, თუმცა შესაძლოა შედარებით ნაკლები ტემპით;
  • დოლარის გამყარების ალბათობა ნაკლებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი ბევრად მეტია.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up