დოლარი ივლისის შემდეგ გამყარების მაქსიმუმს აფიქსირებს

დოლარი ივლისის შემდეგ გამყარების მაქსიმუმს აფიქსირებს

person access_time2016-01-15 12:32:13

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების დამუხრუჭების ფონზე დოლარი კიდევ უფრო ძლიერდება. მანამ სანამ ჩინეთი ფინანსურ სტაგნაციასა და აქციების გაუფასურებას, ევროპა კი დეფლაციას ებრძვის, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიური ტემპით ვითარდება და ლიდერ ვალუტას კიდე უფრო აძლიერებს. ამას მოწმოს შრომის ბაზრის განვითარების ბოლო ცნობები, რომლის მიხედვითაც ამერიკა ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და არაჩვეულებრივი ტემპით ზრდის საათობრივ ანაზღაურებას. ირკვევა, რომ დოლარმა ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენციით ივლისის შემდეგ ყველაზე სერიოზული ნახტომი დააფიქსირა. ეს დიდწილად დაკავშირებულია ფედერალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების აწევასთან და მიმდინარე წლის განმავლობაში არსებულ მოლოდინებთან, რომ ბანკი კიდევ აწევს საპროცენტო განაკვეთს. თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის ფასის გაუფასურების ტემპმა შესაძლოა შტატებში ინფლაციის სასურველ 2%-იან ნიშნულზე გასვლას ხელი შეუშალოს და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების აწევაც გადავადდეს.  ამას მოწმობს სენტ ლუისის ფედერალური ბანკის რპრეზიდენტის განცხადება, რომელიც იანვრის ფედერალური ბანკის შეხვედრაზე განაკვეთების აწევას გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ შემდეგი ცვლილება მარტის შეხვედრაზე მოხდება.  


14.01.2016


„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 


დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.


ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0891 მიმდინარეობს.



შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4394 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 117.62 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა მოიმატა 0.97 %-ით და ვაჭრობა 1084.00 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,74 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 13.85 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 2,55%-ით და ბარელზე შეადგინა 31.29  დოლარი.


 




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up