დოლარი ისევ გამყარდა

დოლარი ისევ გამყარდა

person access_time2016-03-21 12:14:31

რამდენიმედღიანი დაღმავალი ტრენდის შემდეგ დოლარმა პოზიციების აღდგენა მოახერხა. ბოლო 5 თვის მინიმალურ მაჩვენებლზე გასულ დოლარზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. შესაბამისად ლიდერმა ვალუტამ დანარჩენ სავალუტო წყვილებთან მიმართებაში გამყარება მოახერხა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაძლიერებულმა ევრომ კი ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებების ფონზე პოზიციები დაკარგა. 


კერძოდ, მარიო დრაგის უწყების განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს კიდევ უფრო დაწევს. 


რაც შეეხება ენერგო პროდუქტებს, ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილება კვლავ ყურადღების ცენტრშია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით ინიციატივას უშედეგოდ მიიჩნევს. სააგენტოს განცხადებით, შტატებში ფიქალის ნავთობის მოპოვების შემცირებამ შესაძლოა უფრო მეტი გავლენა მოახდინოს ნავთობის ფასზე, ვიდრე მწარმოებელი ქვეყნების შეთანხმებამ მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით.ამასთან სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ირანის ფაქტორზე. მათი პროგნოზით ირანის სრული დატვირთვით ბაზარზე შემოსვლა მოპოვების ზრდას გამოიწვევს, რასაც სხვა ქვეყნების მხრიდან ნავთობის მოპოვების ერთ დონეზე შეჩერების გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს.


რას ველით?


კვირის განმავლობაში ველით შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაციების გამოქვეყნებას. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების გაყიდვების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ. ევროზონა წარმოების და კერძო სექტორის აქტივობის შესახებ ცნობებს გაასაჯაროებს. ხუთშაბათს სანტ ლუისის ფედერალური ბანკის პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს. კვირის ბოლო დღეს პარასკევს კი იაპონიისგან ველით ინფლაციის შესახებ მონაცემებს. 


18.03.2016



„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 


დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.


ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1301 მიმდინარეობს.


შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4457 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 111.30 ნიშნულთან მიმდინარეობს ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა მოიმატა 0.10 %-ით და ვაჭრობა 1266.00 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,75 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 16.15 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1.15%-ით და ბარელზე შეადგინა 41.65 დოლარი.


 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up