ვახტანგ ჭარაია: Doing Business რეიტინგში სუსტი მაჩვენებელი გვაქვს  მშენებელობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით

ვახტანგ ჭარაია: Doing Business რეიტინგში სუსტი მაჩვენებელი გვაქვს მშენებელობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით

access_time2018-11-01 09:00:00


Doing Business-ი მსოფლიო ბანკის ის კვლევაა, რომლითაც როგორც წესი, ქვეყნის ხელისუფლება ხელმძღვანელობს. თუმცა, რეიტინგის ციფრები, მუდმივად ხდება დავის საგანი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ხელისუფლება თუ დადებით ციფრებზე აპელირებს,  ოპოზიცია ძირითადად კლევის იმ ნაწილზე აკეთებს აქცენტს, სადაც ქვეყნის მდგომარეობაა გაუარესებულია.



ამიტომ "კომერსანტი" შეეცადა დარგის სპეციალისთან გაერკვია, რეალურად რას გვეუბნება  მსოფლიო ბანკი  რითი ვიამოყოთ და რა გავითვალისწინოთ? 



2018 წლის Doing Business-ის მიხედვით საქართველო მსოფლიო ლიდერ ქვეყნებთან ერთად წამყვან პოზიციებს იკავებს, ათეულშია და მუდმივად დაწინაურებულია.  მსოფლიო ბანკი საკუთრ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ რეფორმატორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება 2 დღეშია შესაძლებელი.


 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია  ამ შეფასებას სფეციფიკურს უწოდებს:




„ალბათ ცოტა აბსურდულად ჟღერს და რთული დასაჯერებელია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ ბიზნესის დაწყების კუთხით; რომ ევროკავშირის 28 ქვეყნებიდან მხოლოდ დანია გვისწრებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების  მიმართულებით გვაქვს რიგი პრობლემები. საქმე იმაშია, რომ Doing Business-ი უბრალოდ კონცენტრაციას აკეთებს, რამდენად მარტივია უშუალოდ ბიზნესის დაწყება და მასთან დაკავშირებული პროცედურები. იგულისხმება კომპანიის დარეგისტრირება, ლიცენზიის აღების სიმარტივე; რა ვადებში ხდება ეს ყველაფერი და ა.შ. Doing Business-ი არ მოიაზრებს ბიზნესის დაწყების შემდეგ საფეხურებს - სასამართლო სისტემას, კადრების კვალიფიკაციას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ბაზრის სიდიდეს და ა.შ. მოკლედ, ეს არის სპეციფიკური რეიტინგი, რასაც დიახ, ხშირად იყენებს ხელისუფლება, რათა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ქვეყანა ვითარდება“,- განმარტავს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.



რაც შეეხება მაჩვენებლებს, კვლევა მოიცავს  სხვადასხვა კრიტერიუმს. საუკეთესო შედეგი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს გასული წლის მსგავსად. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყანა  ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც.

 

 

„პოზიტიური შედეგი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით.  შედარებით ნეგატიური ციფრებია, ანუ უკან ვართ მაგალითად იმ კუთხით, თუ რა დროს საჭიროებს ელექტროენერგიის მიყვანა კონკრეტულ ბიზნესამდე (ჩვენს შემთხვევაში ამას სჭირდება 71 დღე, რაც არ არის კარგი). ასევე სუსტი მაჩვენებელი გვაქვს  და 27-ე პოზიციას ვიკავებთ  მშენებელობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების თვალსაზრისით. საქართველოში ამას 11 პროცედურა სჭირდება და საშუალოდ 63 დღეს საჭიროებს  ნებართვის გაცემა.  ე.ი. შედარებით დროში გაწელილი პროცესია. საერთო ჯამში, ჩვენ ამ რეიტინგში ყოვეწლიურად ვაუმჯობესებთ პოზიციებს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს მხოლოდ ბიზნესის კეთების პირველ საფეხურს მოიცავს და რაც ხდება მერე, ანუ მთავარი მოვლენები, სხვა კვლევის საგანია“,- აღნიშნავს ვახო ჭარაია.

 

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ბიზნესის წარმოების გამარტივების კუთხით მსოფლიოში მეექვსე პოზიციას იკავებს. ასევე საინტერესოა, რომ ათეულში მაკედონიაც მოხვდა:



  • ახალი ზელანდია
  • სინგაპური;
  • დანია;
  • ჰონგ-კონგი;
  • სამხრეთ კორეა;
  • საქართველო;
  • ნორვეგია;
  • აშშ;
  • დიდი ბრიტანეთი;
  • მაკედონია.

 

რეიტინგი Doing Business-ზე მუშაობა მსოფლიო ბანკმა 2003 წელს დაიწყო და 190 ქვეყანას აფასებს.


მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს  სარეიტინგო ქულა 83.28-ია. წინა წელთან შედარებით (82.04), მაჩვენებლი გაზრდილია. ამასთან, საქართველოს სარეიტინგო ქულა უსწრებს რეგიონის საშუალო ქულასაც, რომელიც 72.3-ს შეადგენს.



სალომე ლემონჯავა





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up