Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მეექვსე ადგილზე დაწინაურება ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მეექვსე ადგილზე დაწინაურება ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა

access_time2018-10-31 20:02:31

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მეექვსე ადგილზე დაწინაურება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის–ასეთია ბიზნესმენების და დარგის სპეციალისტების პოზიცია, მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურებასთან დაკავშირებით. როგორც „კომერსანტს“ „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, ეს საქართველოსთვის  დიდი წარმატებაა.


ჭყონიას სურვილია საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მსოფლიო ბანკის რეიტინგში   პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.


„დიდი ხნის წინ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ვყოფილიყავით ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და მთლიანობაში ეს ასეც არის. იმ კუთხით, რასაც ტურიზმი და ინფრასტრუქტურა ჰქვია, ბევრი რაღაც კეთდება. საქართველოში ბიზნესის წამოწყება ნამდვილად გამარტივებულია. ეს წლების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. იგივე უცხოელ ინვესტორს საკმაოდ უადვილდება საქართველოში შემოსვლა და ბიზნესის კეთება“–აცხადებს ჭყონია.


მისი შეფასებით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შეფერხება სასამართლო ხელისუფლებაა, რომლის დალაგების შემთხვევაში შესაძლოა საქართველო Doing Business-ის რეიტინგში პირველ ადგილზეც იყოს. „ვისურვებდი, რომ ეს მალე მოხდეს. ეს თემა ძალიან დასალაგებელია“–აღნიშნავს ჭყონია.


კითხვაზე, რა ეფექტს მიიღებს ქვეყანა Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურებით, ჭყონია განმარტავს, რომ ეს ფაქტი ქვეყანას საინვესტიციო მომხიბვლელობას კიდევ უფრო შესძენს.


„მარტო ჩვენ ხომ არ ვუყურებთ ამას, არსებობენ ადამიანები, ვისაც კონკრეტული მიზნები აქვთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთი მოწინავე ადგილი გვიჭირავს და ერთ–ერთი უსაფრთხო ქვეყანა ვართ. აქ საკმაოდ უსაფრთხოა კაპიტალის დაბანდება. განსაკუთრებით მზარდი ვართ ტურიზმის კუთხით. არის ძალიან ბევრი ნიშა, რომელიც ცარიელია, რომლის დაკავებაც შეიძლება და რომელიც ინვესტორებისთვის საკმაოდ შემოსავლიანი იქნება. ვისურვებდი, რომ ბევრი ინვესტორი შემოვიდეს და აქ ფული დააბანდოს, ამისთვის, კი ქვეყნის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ“–აცხადებს ჭყონია.



„საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ „Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურება ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. ამ შედეგის დადებაში  კი დიდი წვლილი  ყველა იმ უკანასკნელ ინიციატივას მიუძღვის, რომლებიც მთავრობის მიერ გამოითქვა და გატარდა.



კერძოდ, სიმარტივე კომპანიების რეგისტრაციისას,საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას, გამჭირვალობა ყველა საქმიანობასთან მიმართებაში,მათ შორის სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის ნაწილში.




„იყო ესტონური მოდელი, შემდეგ იყო მცირე მეწარმეებისთვის გაკეთებული შეღავათები, რეგისტრაციების გამარტივება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დარეგისტრირება როგორც საჯარო რეესტრში, ისე საჯარო რეესტრთან მიერთებულ ბანკში. ასევე ინერგება დისტაციური პროექტები. აღსანიშნავია ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის დაფუძნების გადაწყვეტილებაც. ამ ნაწილში გაკეთებული ნაბიჯები ქვეყანას მიმზიდველობას სძენს“–განმარტავს ძნელაძე.



მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც,რომ  დღეს ყევლა სამთავრობო სტრუქტურასთან ურთიერთობა ძალიან გამარტივებულია. მისივე შეფასებით, ეს ფაქტი უცხოური ინვეტიციების გააქტიურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და  ქვეყანას ცნობადობის თვალსაზრისით წინ სწევს.



მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე განმარტავს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურება ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი გახდება.



„Doing Business-ი არის ის, რომ ინვესტორს და ყველას ეუბნება იმას, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება იმაზე უკეთესადაა შესაძლებელი, ვიდრე წინა წლებში. როგორ შეიძლება ეს დადებითი არ იყოს?“– განმარტავს ჭელიძე.



როგორც ცნობილია, საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში მეცხრე, მანამდე კი 16-ე ადგილს იკავებდა.



მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 83.28-ია. წინა წელთან შედარებით (82.04), საქართველოს სარეიტინგო ქულა გაზრდილია. ამასთან, საქართველოს სარეიტინგო ქულა უსწრებს რეგიონის საშუალო ქულას, რომელიც 72.3-ს შეადგენს.


რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს, საუკეთესო შედეგი კი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს გასული წლის მსგავსად. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს საქართველო ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც.


ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში „ვაჭრობა საზღვრების გარეშე“ აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა.ყველაზე მეტად საქართველოს სარეიტინგო ქულა გადასახადების გადახდის კრიტერიუმში გაუმჯობესდა, სადაც ზრდამ 1.89 ქულა შეადგინა.


მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 190 ქვეყანა ფასდება.საქართველოს პოზიცია არც ერთ კრიტერიუმში არ გაუარესებულა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან
access_time2020-02-29 17:30:08
ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება. ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს...


მსგავსი სიახლეები

up