„Doing Business-ის ათეულში ისევ თუ ვართ ეს ბედნიერებაა“- ბიზნესი მსოფლიო ბანკის კვლევას აფასებს

„Doing Business-ის ათეულში ისევ თუ ვართ ეს ბედნიერებაა“- ბიზნესი მსოფლიო ბანკის კვლევას აფასებს

access_time2019-10-24 18:00:24

 „ეს არის გრძელვადიანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“- ასე აფასებს “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგს. კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. ნიკოლოზ ხუნძაიშვილის თქმით, ქვეყნის შესაფასებლად საუკეთესო ათეულში მოხვედრა  კარგი მაჩვენებელია. მისივე განმარტებით მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორთა ნაწილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლევის შედეგებს ითვალისწინებენ.


 „მეექვსე - მეშვიდე ადგილი პრაქტიკულად ერთი და იგივეა, მთავარია, რომ ჩვენ პირველ ათეულში ვიყოთ. ის, რომ საქართველომ რაღაც ვერ გააკეთა და ამის გამო ჩვენ ჩამოვქვეითდით ეს არ არის. ჯერჯერობით ეს არის კრედიტ რეიტინგი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ე.წ ინვესტმენთ რეიტინგში, რომელიც საშუალებას მოგვცემს არა კრედიტის აღების უნარიანი ვიყოთ არამედ ინვესტიციებისთვისაც ხელსაყრელი პირობები იყოს. რაღაც პერიოდში ალბათ მივაღწევთ ამ ეტაპს. რა თქმა უნდა ბიზნესის დაწყება საქართველოში ძალიან მარტივია ყველაზე დიდი პრობლემა არის ბიზნესიდან გასვლა ანუ გაკოტრების კანონმდებლობა არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ისეთი რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. ეს არის ერთ-ერთი შემარფეხებელი ფაქტორი რაზეც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხელისუფლება მუშაობს. ძალიან ბევრი უარყოფითი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს თუ სწორად არ ჩამოაყალიბებ როგორც რეგულაციას ასევე პრაქტიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის მოსაზრებას იზიარებს კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილი. ბიზნესმენი, მიიჩნევს, რომ ინვესტორთა ნაწილი მსოფლიო ბანკის კველვას დიდ ყურადღებას აქცევს.

 

„ინვესტორები რეიტინგს რა თქმა უნდა უყურებენ, მაგრამ მე სულ ვამბობ ბოლო ერთი წელია ყველაზე ცუდი რაც ხდება ეს ეროვნული ვალუტის ვარდნა. აი ამას უფრო უყურებენ. რაღაცაში რომ ბრწყინავდე და რაღაცაში არ ვარგოდე მაინც აშინებთ. ზედმეტი გამყარება ლარის არც გვაწყობს ამიტომ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები გაძლევენ საშუალებას იმ დოზით უნდა შეუწყოთ ხელი ლარის გამყარებას. Doing Business-ის ათეულში ისევ თუ ვართ, ეს ბედნიერებაა. თუ  რუსეთთან აღდგება ავიამიმოსვლა ეს იქნება დაგვირგვინება“,- განმარტავს ლაშა პაპაშვილი.

 


„კომერსანტთან“ მსოფლიო ბანკის კველვას აფასებს ბიზნესმენი დავით კოდუა, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, თუმცა ის თავის მიმართულებით უკვე წლებია შეფერხებით მუშაობს.

 

„მე ვარ მშენებელი, თუმცა, მშენებლობის ნებართვები არ მაქვს. ბიზნესი საქართველოში კეთდება, მაგრამ კალაძე არ მაძლევს მშენებლობის ნებართვას იმიტომ რომ გვერდით ცხოვრობს და მეზობლებს დაპირდა არ ავაშენებინებო. ბიზნესის კეთებას რას ეძახიან არ ვიცი, თუ საგადასახადო კოდექსზე ამახვილებენ ყურადღებას ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არის. ნამდვილად მარტივი საქართველოში ბიზნესის კეთება, მთავრია კალაძის სახლის გვერდით არ გქონდეს მშენებლობის ნებართვა ასაღები“, - დავით კოდუა.  

 

 შეგახსენებთ, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 1 ერთეულით გაუარესდა, თუმცა ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია და ა.შ.

 

აღნიშნულ რეიტინგში ახალი ზელანდია ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი - სომალია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი - 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.

 

მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.



ბაჩო ადამია





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up